თბილისში მთვრალი მამაკაცი სუპერმარკეტში ხერხით შეიჭრა



თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „იოლის“ სუპერმარკეტში გუშინ საღამოს ხერხით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთვაი – 2 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შუახნის მამაკაცმა ჯერ ძეხვის დაჭრა მოითხოვა, შემდეგ კი მაღაზიის თანამშრომლებს ხერხით ემუქრებოდა. მამაკაცი სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ერთ-ერთი თვითმხილველი მომხდარის დეტალებს ჰყვება.
„გაურკვეველი მოქალაქეობის ადამიანი, რომელსაც ეჭირა ხელში ხერხი ანუ ცივი იარაღი, ამბობდა სიტყვებს რუსულ ენაზე, რომ ის იყო მართლმადიდებელი და ამიტომაც ყველაფერი მიეტევებოდა და საქართველო ეს იგივე რუსეთია“.

კომენტარები

სხვა სიახლეები