სამტრედიის რაიონის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა – ამის შესახებ „კვირას“ სამტრედიის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა.
მისივე თქმით, მსუბუქად ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„მეწყერი სოფელ საჯავახოში და კიდევ ერთ ადგილას ჩამოწვა. თუმცა, ეს არ იყო ძლიერი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები და პრობლემაც აღმოიფხვრება“, – განაცხადა გამგებელმა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეწყერის გამო, ერთი საინტერესო შემთხვევა მოხდა, სტიქიისგან წარმოქმნილი პრობლემის გამო, სიძემ პატარძალი სახლამდე ვერ მიიყვანა.
„მეზობელმა ცოლი მოიყვანა და პატარძალი სახლში ვერ მიჰყავს, რადგან გზა არ არის”, – აცხადებს ადგილობრივი.
გამოყენებულია “ამბები.გეს” მასალა.