თბილისში ძალიან დაცხა და ცნობილებმაც თავი სხვადასხვა კურორტს შეაფარეს. ზაფხულის ცხელ დღეებს პაატა თედიაშვილი შემოქმედებითად ატარებს.
– ქობულეთში ვიყავი ფესტივალზე, მერე ოკაცე კანიონში, – ახალგაზრდულო ბანაკში, თან კონცერტები მქონდა. 3 ნაკადს ვუმღერე, ნაკადში 700 სტუდენტია. ვუმღერე „უნდა შემოვიდე“, ეს სიმღერა ყველამ იცოდა, ტექსტიც და მელოდიაც და მყვებოდნენ. გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან, სადაც ქართულ-აზერბაიჯანული ფესტივალი ჩატარდა.13-ში ჭიათურაში მივდივარ თემობის დღესასწაულზე. მომღერლებთან ერთად. მერე ვნახოთ.
– ბავშვობაში სკოლაში მასწავლებელი თემის დაწერას რომ გვთხოვდა სათაურით, – „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“, დაახლოვებით ასე ჩამომირაკრაკე…
– ჰო ასე გამოვიდა. რა ვქნა აბა, ნარკოტიკს მე არ ვიღებ „ჯენ ფესტზე“ მე არ ვარ. ღამის ცხოვრება არ მაქვს, ვშრომობ. ნოემბრის მერე სიგარეტსაც აღარ ვეწევი.
– ყოჩაღ!
– ჰო, დამავიწყდა, სექსი არ მქონია აპრილის შემდეგ (იცინის).
– რატომ?
– არ ვიცი, ვერ მივხვდი, შიგნიდან ჩავიკეტე.
– და აღარავის უშვებ შენში?
– არა, არა და არა. მარტო რომ ვრჩები, ჩემ სივრცეში მეზედმეტება ყველა.
– ოჰ, სერიოზული ამბიციაა, ბატონო პაატა…
– ალბათ გრანდიოზულისთვის მამზადებს ღმერთი (იცინის).
წყარო:http://primetime.ge/