რა სირთულე გელით, თუ კირჩხიბი შეგიყვარდათ

 მაშ ასე, რა სირთულეებს წავაწყდებით, თუ გვიყვარს კირჩხიბი:
1. ის ზეემოციურია – კირჩხიბი “პანიკიორია”, თქვენი ყველა სიტყვა გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვს და ისეთ რამეებზე იწყებს ნერვიულობას, რაც სულ არ არის სანერვიულო;
2. ის ეჭვიანია – კირჩხიბები მესაკუთრეები არიან. თუკი უყვარხართ, საცეცებს ჩაგჭიდებთ და არასოდეს მოგშორდებათ;
3. ის ბუტიაა – კირჩხიბი ვერ იტანს უყურადღებობას, უხეშ ტონს და სითბოს ნაკლებობას. მას არ ელევა მიზეზი, რომ გაგებუტოთ;
4. ის ისტერიკულია – თუკი მოეჩვენა, რომ მისი მიტოვება გინდათ, ისტერიკულად ჩაგებღაუჭებათ და დაიწყებს თავის შეცოდებას. სიბრალულის გამო მაინც, ვეღარ მიატოვებთ;
​5. ის ცვალებადია – მთვარის გავლენის გამო, კირჩხიბი ხან საუკეთესო განწყობაზეა, ხანაც დეპერსია იპყრობს. ძნელია გაიგო მისი ნამდვილი ბუნება.

წყარო:astrologi

კომენტარები

სხვა სიახლეები