“ბავშვები ოთახში სათამაშოების ასაღებად შემოვიდნენ” – ბრიტანელმა ექსპერტმა პირდაპირ ეთერში ბავშვების შევარდნის ფაქტი ახსნა (ვიდეო)

 ​ბრიტანელმა ექსპერტმა, რობერტ კელიმ „ბი ბი სის“ პირდაპირ ეთერში ბავშვების შევარდნის ფაქტი ახსნა, მისი თქმით, კაბინეტში, საიდანაც ის სკაიპით ერთვებოდა, ბავშვების სათამაშოები იდო და ისინი ოთახში სათამაშოების ასაღებად შევიდნენ.
კელი ამბობს, რომ ეს მისი ბრალი იყო, ვინაიდან ოთახის კარი არ ჩაკეტა.
ექსპერტი ასევე ამბობს, რომ მისი მეუღლე ინტერვიუს მეორე ოთახში უყურებდა, მაგრამ ეთერის სიგნალი 20 წამის დაგვიანებით მიდიოდა. სწორედ ამიტომ, კელის კორეელმა ცოლი დაგვიანებით მიხვდა, თუ რა ხდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა ოთახში ბავშვების გამოსაყვანად.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=PLMSoD1riE0[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები