ვერძი
მხიარული და კეთილგანწყობილი ხართ გარშემო მყოფების მიმართ. დილა ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით.
კურო
დღევანდელი დღე სიურპრიზებით იქნება აღსავსე. ზოგიერთს მივლინება ელის. გარშემო მყოფებს აპატიეთ მცირე შეცდომები.
ტყუპი
თქვენს ცხოვრებას ახალი რომანის დაწყება გაალამაზებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ლოგიკას და საღ აზრს დაეყრდენით. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
კირჩხიბი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები და ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
ლომი
შორეული ნათესავები მოგიკითხავენ ან გესტუმრებიან. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. საღამოს საყვარელი ადამიანი გაგილამაზებთ.
ქალწული
კეთილი და ნათელი დღე გელით. სამსახურის საქმეების პარალელურად შეასრულეთ საოჯახო ვალდებულებები. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. მეგობრებსაც ნუ დაივიწყებთ. საღამოს გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
მორიელი
ენერგიული ხართ და იდეებით აღსავსე. კოლეგებთან ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმა. ოჯახის წევრებთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრეთ.
მშვილდოსანი
თქვენი სიტყვით გარშემო მყოფებს მოხიბლავთ. დაიცავით საკუთარი მოსაზრება. გაფრთხილდით, არავის გაგრიოთ პროვოკაციაში.
თხის რქა
დღეს ახლობლების პრობლემებს უფრო ადვილად მოაგვარებთ, ვიდრე საკუთარს. გამონახეთ დრო და საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
მერწყული
აქტიური, შემოქმედებითი დღე გაქვთ. იდეები ახლობლებსაც გაუზიარეთ. საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორტან.
თევზები
სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე დღე გელით. მთავარია, არ იზარმაცოთ. საღამოს შინაურულ წვეულებაზე მეგობრებიც მოიპატიჟეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge