შეცდომები, რომლებსაც ტელეფონის დატენვისას ვუშვებთ

თანამედროვე ტელეფონის მომხმარებლები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ სმარტფონები ძალიან მალე იცლება და დილით დატენილი მოწყობილობა საღამომდეც კი ვერ ძლებს. სინამდვილეში ეს მთლიანად ჩვენი ბრალია.
გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ სმარტფონი უნდა დაიტენოს 100%-ით და ყველანაირად უნდა მოვერიდოთ ხშირ-ხშირად ნაწილ-ნაწილ დატენვას.
სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა!
Battery University-ს საიტზე, რომელიც აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია Cadex-ის მიერ არის შექმნილი — დეტალურადაა აღწერილი სმარტფონებში გამოყენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორის ე.წ. სტრესი. ადამიანის მსგავსად, გამუდმებულ სტრესზე ელემენტიც რეაგირებს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებით. ამიტომ თუ გსურთ, რომ სმარტფონის აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, სწორად უნდა დატენოთ იგი.
როცა სმარტფონი მთლიანად არის დატენილი, ნუ დატოვებთ მას დენის წყაროში ჩართულს!
Cadex-ის მონაცემებით, უკვე დატენილი ტელეფონის ენერგიის წყაროში ჩართული დატოვება, როგორც ამას ღამე ხშირად ვაკეთებთ, აკუმულატორს აზიანებს. როცა ტელეფონი 100%-ით იმუხტება, იგი იწყებს ელექტრობის მიღებას მცირე იმპულსებით, რომლებიც ეხმარება მუხტის დონის მაქსიმუმზე დაჭერაში.
ამგვარად, ელემენტი ამ დროს სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, ეს კი აკუმულატორს აფუჭებს. ამიტომ, როცა ტელეფონი მთლიანად დაიტენება, გამორთეთ დენის წყაროდან. თქვენ თავად ხომ არ ისურვებდით მთელი ღამის განმავლობაში, ძილის გარეშე, შეუსვენებლად იმუშავოთ და კუნთები დაჭიმული გქონდეთ?
უმჯობესია, ტელეფონი არ დაიტენოს 100%-ით.
Cadex ამტკიცებს, რომ ელემენტისთვის არათუ არ არის საჭირო, არამედ სასურველიც არ არის ბოლომდე დატენვა. ეს იმიტომ, რომ ბოლო სტადიაზე აკუმულატორი იტენება მაღალი ძაბვით, რაც მისთვის საზიანოა.
ამიტომ, თუ გსურთ, რომ ტელეფონი ერთგულად გემსახუროთ, უმჯობესია დღეში რამდენჯერმე მცირედი პორციებით დატენოთ.
დატენეთ ტელეფონი ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.
ყველაზე კარგია, თუ დატენით ტელეფონს მაშინ, როცა მუხტის დაახლოებით 10% აქვს დაკარგული. ცხადია, ეს ცუდად ჯდება ჩვენი ცხოვრების რიტმში, ამიტომ ჩართეთ ტელეფონი დენის წყაროში ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.
ამგვარი დატენვა ერთი მხრივ გაახანგრძლივებს სმარტფონის ელემენტის მოქმედების ვადას, მეორე მხრივ კი, ყოველთვის ხელთ გექნებათ დატენილი ტელეფონი.
გქონდეთ ტელეფონი გრილად.
ტელეფონის ელემენტი მგრძნობიარეა გადახურების მიმართ. მაგალითად, კომპანია Apple რეკომენდაციას იძლევა, დატენვის დროს მოხსნათ ტელეფონს ნებისმიერი საფარი. ის ცუდად ატარებს სითბოს და ხელს უწყობს iPhone-ის გადახურებას. ხოლო თუ ტელეფონზე პირდაპირ აცხუნებს მზე, აუცილებლად გადააფარეთ რაიმე. ამგვარად ელემენტი უფრო ჯანსაღი იქნება და დიდხანს გაძლებს.

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები