ვირტუოზი ტარიელ სუარი წლის ყველაზე პოპულარული მამაკაცი გახდა – ”ვაი, ჩემს თავს უბედურს…”

  2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით ბევრი საინტერესო დეტალის გაგებაა შესაძლებელი. ზოგს მოსწონს რეიტინგების სათავეში ყოფნა და ზოგიც აპროტესტებს.
როგორც ერთ-ერთი რეიტინგის წყალობით გახდა ცნობილი საქართველოში გასულ წელს ყველაზე პოპულარული მამაკაცი ია ფარულავას მეუღლე – გიტარისტი ტარიელ სუარი იყო.
თუმცა ამ მეტად პრესტიჟული ტიტულის ტარება თავად ტარიელს არ უხარია, რადგან ”ფეისბუქზე” შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
”რეიტინგების მიხედვით, რომელიც მე მომაწოდეს, აღმოჩნდა, რომ მე ვარ მამაკაცი, რომლის შესახებაც 2014 წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტს საუბრობდნენ. ვაი, ჩემს თავს უბედურს…”
გასაკვირი არაა, ტარიელის გულდაწყვეტა ამ ტიტულის მინიჭებით. გასული წლის განმავლობაში ხან მეუღლის, ია ფარულავას საყვარელი კატის დახრჩობა ბრალდებოდა, ხანაც პროკურატურაში მისული ცოლ-ქმრის ნახვის შემდეგ ამბობდნენ, რომ ტარიელი მეუღლეზე ძალადობდა და პროკურატურაში ხელწერილი დააწერინეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.
საბედნიეროდ კატა – ზუზი დაკარგვიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა და რაც შეეხება ძალადობას, მოგვიანებით იამ განმარტება გააკეთა, რომ სასამართლოში მხოლდ ტარიელის კონცერტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით იყვნენ მისული.
ამ ამბების მერე რა გასაკვირია, რომ ვირტუოზ გიტარისტს არ უხარია პოპულარული მამაკაცის ტიტულის ტარება.

კომენტარები

სხვა სიახლეები