ვერძი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, უფროსთან. დილითვე მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. საღამო მეგობრებთან ერთად დასვენებას, გართობას დაუთმეთ.
კურო
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. აპრილში დაბადებულებმა მეტად დაუჯერეთ ნათესავებსა და თანამოაზრეებს. ზოგიერთს არასტანდარტული იდეების განხორციელება მოუნდება.
ტყუპი
ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ და არ გაგიჭირდებათ ახალი იდეების განხორციელება. ზოგიერთი არასტანდარტული გეგმების განხორციელებას მოინდომებს.
კირჩხიბი
სხვა დღისთვის გადადეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმე, შეხვედრა. ნუ შეგეშინდებათ რისკის. საღამო ნათესავებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ლომი
დილით ყოველდღიური, რუტინული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან, კოლეგებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
ქალწული
დასვენების დღის მიუხედავად, მუშაობა მაინც მოგიწევთ. ნებისმიერ საქმე სიამოვნებით შეასრულებთ. საღამო გამოითავისუფლეთ მეგობრული შეხვედრებისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
სასწორი
დასრულეთ დაწყებული საქმეები. ისარგებლეთ გავლენიანი ადამიანის, ორგანიზაციების დახმარებით. საღამო გართობას, მეგობრებთან შეხვედრას დაუთმეთ.
მორიელი
ახალი ინფორმაციის მიღება, საინტერესო ადამიანთან შეხვედრა გელით. ზოგიერთს საქმიანობის შეცვლა მოუნდება, ახალი ჰობი გამოგიჩნდებათ. ნუ გაბრაზდებით, თუ ოჯახის წევრები ჭკუის სწავლებას დაგიწყებენ.
მშვილდოსანი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, საღამო – საოჯახო ვალდებულებებს. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მოგეცემათ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.
თხის რქა
დღის განმავლობაში მუშაობა და დასვენება ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. შეიძლება პირადი ნივთების რეორგანიზაცია მოინდომოთ, ოჯახის ბიუჯეტის გაკონტროლება. თუ ექსპერიმენტეს უშინდებით, ჯერ მცირე ცვლილებები განახორციელეთ.
მერწყული
განაახლეთ მიტოვებული, მივიწყებული საქმეები, დაასრულეთ ან გაერკვიეთ მაინც. საღამოს საინტერესო ადამიანების გაცნობის, დროის მხიარულად გატარების საშუალება მოგეცემათ.
თევზები
ნუ გადადებთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, განსაკუთრებით გავლენიან ადამიანებთან. პრობლემები დიპლომატიურად, არაფორმალურ სიტუაციაში მოაგვარეთ. მეგობრების დახმარებით ორიგინალური და პერსპექტიული იდეების განხორციელებას შეძლებთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge