ვერძი
საქმეები მოიმატებს და ჩვეულებრივზე სწრაფად მოგიწევთ მუშაობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, გამოისწორეთ ძილის რეჟიმი.
კურო
კარგი დღეა ოფისის რეორგანიზაციისთვის, დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. პირადი ცხოვრება სამსახურის საქმეების გამო ცოტათი გაგირთულდებათ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან ურთიერთობისას.
ტყუპი
სამსახურში სასურველი შედეგის მისაღწევად შრომა მეტი მოგიწევთ. საოჯახო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად შეათანხმეთ. მოსალოდნელია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობართან, ყოფილ შეყვარებულთან.
კირჩხიბი
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. სამსახურის საქმეების გამო უარს ნუ იტყვით გართობასა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. წესად აქციეთ დილაობით ვარჯიში, სირბილი.
ლომი
საქმეებით და შეხვედრებით დატვირთული დღე გელის. საყვარელ ადამიანს ძვირად ღირებულ საჩუქრაზე მეტად თქვენი ყურადღება და მზრუნველობა ესიამოვნება. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
ქალწული
თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან.
სასწორი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. აგრეთვე, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებას. ძილის წინ მიიღეთ არომატული აბაზანა.
მორიელი
კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მოგეცემათ. ნუ გადატვირთავთ ფეხებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულ პარტნიორთან.
მშვილდოსანი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლებისა და კოლეგების რჩევას. დღის განმავლობაში ხშირად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მშვიდობიანად მოაგვარეთ უსიამოვნება საყვარელ ადამიანთან.
თხის რქა
საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ; შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ ეცადეთ, პერიოდულად დაისვენოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. საღამო შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
მერწყული
სიფრთხილე გმართებს დოკუმენტების ხელმოწერსას, ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ სასიყვარულო ავანტიურას, უსიამოვნებებს გადაეყრებით. აგრეთვე, სპორტის ძალისმიერ სახეობებს.
თევზები
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. შეიძლება განახლდეს ძველი სასიყვარულო კავშირი.