ვინ არის გოგონა რომელმაც რატი დურგლიშვილი გააგიჟა – “უცებ დავახლოვდით და მოვლენებიც მალე განვითარდა”

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა ნიუ-იორკში ახალი კლიპი გადაიღო, რომლის პრეზენტაცია ოქტომბრის შუა რიცხვებში იგეგმება. როგორც რატი ამბობს, კლიპში მონაწილე გოგონა ძალიან ლამაზია და მან რატის გაგიჟება მოახერხა. “ძალიან ძალიან ლამაზი გოგოა. ზოგადად, კომუნიკაბელური ვარ და ერთ დღეში შემიძლია, კონტაქტში შევიდე. შესაბამისად, გაუცხოება არ მჭირს და არც არავის შესწავლას ვცდილობ – ამისთვის დასაკარგი დრო სად არის?! ურთიერთობაში არ ვითხოვ ზედმეტ რამეს – არ ვერევი წარსულში, არ ვსვამ ზედმეტ კითხვებს. მაქვს ჩემი კრიტერიუმები, რომლითაც შემოვიფარგლები. ვტკბები იმ ბედნიერებით, რომელიც იმ მომენტში მაქვს. მაინტერესებს როგორ ხარ და რამდენად ბედნიერი. აურელიაც ასეთი აღმოჩნდა. უცებ დავახლოვდით და მოვლენებიც მალე განვითარდა. მოვიდა კლიპის გადაღების დრო და დამიწყო ლაპარაკი: შენ ხარ რატი? რა დღეში ხარ მერე? რას მიყურებ? სად არის ყავა, დამალევინე! (იცინის). აი, ასეთი საყვარელი იყო – გამაგიჟა, სულ “ღადაობდა”. რეებს მიკეთებდა იცი? სასწაულ რაღაცებს. იმის მერე ვმეგობრობთ. იყო მოწონებაც, მაგრამ დისტანცია ძალიან ბევრს ნიშნავს. ფაქტობრივად, არარეალურია ამ მანძილზე ჩვენი ერთად ყოფნა. ამიტომ ვმეგობრობთ. გვაქვს მიმოწერა. ბევრ რამეში მეხმარება”, – ამბობს დურგლიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები