ვინ ელოდება გია სურამელაშვილისგან შვილს? ”წაეთრიოს აქედან, ქუჩის ბოზი იქნება ვიღაც“

   ჟურნალმა „რეიტინგმა“ საახალწლოდ რესპონდენტებთან გახუმრება გადაწყვიტა. ერთ-ერთი მსხვერპლი მომღერალი გია სურამელაშვილი აღმოჩნდა.
ჟურნალისტმა მომღერალს დაურეკა და უთხრა, რომ რედაქციაში ქალბატონი იყო მისული, რომელიც ამბობდა, რომ მისგან შვილს ელოდებოდა, 7 თვის ფეხმძიმე იყო და მათი ჟურნალის საშუალებით სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებას გეგმავდა.
„სისულელეა, ვინ არის, ავადმყოფია? მუცელი ეტყობა? რა გვარია“, – ასეთი რეაქცია ჰქონდა სურამელაშვილს ამ ინფორმაციაზე.
ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მუცელი ეტყობოდა, გვარად კი ჭკუასელი იყო, რაზეც სურამელაშვილმა უპასუხა, რომ ეტყობა ჭკუა რომ არ აქვს, რა გვარს აფუჭებსო.
„ტყუილია, მამიკო, რა სისულელეა. წაეთრიოს აქედან, ქუჩის ბოზი იქნება ვიღაც“, – განაცხადა მომღერალმა.
მას შემდეგ კი, რაც გაიგო, რომ ეს რედაქციის საახალწლო ხუმრობა იყო, ჟურნალისტს უთხრა, რომ არასდროს აპატიებდა, რადგან ნაბახუსევზე იყო და ელდა ეცა.
ისე კი, თუ გააჩენდა ის ქალბატონი შვილს, გაუზრდიდა, თან დაინტერესდა ბიჭს ელოდებოდა, თუ გოგოს. ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ბიჭს, რაზეც მომღერალს გული დაწყდა, – “გოგო მინდოდაო”, – განაცხადა სურამელაშვილმა.

წყარო: http://skandal.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები