14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმეები, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, კოლეგებთან. იზრუნეთ ნათესავების ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, რომელიც თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. დღეს არ გააფორმოთ ხელშეკრულებები. წარმატება გელით შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში.

ტყუპი
დიპლომატიურად მოაგვარეთ დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით, ბიზნესპარტნიორებთან და მეუღლესთან. მცირე ნაბიჯებით, მაგრამ დაკვირვებულად მიუახლოვდებით მიზანს.

კირჩხიბი
დღეს რუტინული საქმეების მოგვარება მოგიწევთ, რაც თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გაფრთხილდით მედიკოსებთან, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან და მეუღლესთან ურთიერთობისას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ლომი
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. აკონტროლეთ ხარჯი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და მშობლებთან. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, კონფლიქტურ სიტუაციებს. სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. კარგი დღეა ხანმოკლე მგზავრობისა და ქალაქგარეთ სეირნობისთვის, თუმცა, სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. ზოგიერთს ახლობელი დააზარალებს.

მორიელი
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები, მნიშვნელოვანი და დიდი პროექტები სხვა დღისთვის გადადეთ. აგრეთვე, არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. საერთოდ, მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევას.

მშვილდოსანი
გაფრთხილდით, დღის განმავლობაში გარშემო მყოფებისგან პრეტენზიების მოსმენა მოგიწევთ. შეამცირეთ კონტაქტი უფროსთან. იზრუნეთ დაწყებული საქმეების მოგვარებაზე. მოსალოდნელია მგზავრობა, ახალი პროგრამების ათვისება.

თხის რქა
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, ნუ წამოიწყებთ გრძელვადიან საქმეებს. სხვა დღისთვის გადადეთ მივლინება სხვა ქალაქში, მოგზაურობის დაწყება.

მერწყული
დილიდან ენერგიულ განწყობაზე იქნებით, არ გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება, მაგრამ ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ, არავინ ჩაახედოთ თქვენს საქმეებში. მოერიდეთ დაპირისპირებას და კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.

თევზები
მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან, კონკურენტებთან, მოშურნეებთან. მეტი დრო დაუთმეთ განათლებას, საკუთარი საქმეების გაუმჯობესებას. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები