ამოხსნილი საიდუმლო – ქალის ორგაზმი

ძალიან ბევრი ქალი სექსის დროს ორგაზმს ვერ განიცდის. ეს უმეტეს შემთხვევაში იმდენად ხშირია რომ ისინი ორგაზმის იმიტირებას ახდენენ. საბოლოოდ სექსი მათთვის უინტერესო ხდება და შესაბამისად, მათი პარტნიორიც. სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ძალიან ხშირად ხდება ოჯახში უთანხმოების მიზეზი. მიზეზი არა მხოლოდ პარტნიორების სექსუალური შეუთავსებლობაა, არამედ ის, რომ ერთმანეთთან ამ თემაზე ძალიან ცოტას საუბრობენ და შესაბამისად, ვერ ითვალისწინებენ მეორე ნახევრის სურვილებს. მამაკაცი ქალთან შედარებით ადვილად აღეგზნება და ორგაზმსაც მარტივად აღწევს. ქალის აღგზნება კი დროს საჭიროებს და ამაზე მამაკაცმა უნდა იზრუნოს.
რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ ორგაზმს მაინც ვერ აღწევს?
თავად უნდა მოუსმინოს საკუთარ სხეულს და თავისი ემოციები და შეგრძნებები მამაკაცს გაუზიაროს. სტატიაში მოცემულია ქალების სექსუალური  შეადარეთ ისინი თქვენს ემოციებს,  გაუზიარეთ თქვენს პარტნიორს, სცადეთ და თუ მოგეწონათ, აუცილებლად უთხარით მას.
აუხსენით მეუღლეს, როგორ უნდა შეგეხოთ.
ორგაზმის განცდა ქალს თავად სამ წუთში შეუძლია - საკმარისია,  კლიტორს შეეხონ და წრიული მოძრაობები გააკეთონ. სიჩქარის და იმპულსების ცვლილებით, ეს ძალიან ადვილია. როდესაც პარტნიორი კლიტორს ეხება, ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა. აღგზნებისთვის მამაკაცს შეუძლია მისი სტიმულირება თავად მოახდინოს. თუ თქვენი პარტნიორი ამას კარგად ვერ აკეთებს, თავად აუხსენით როგორ გსიამოვნებთ.

სკამი სრულყოფილ კუთხეს ქმნის.

სქესობრივი აქტის ატრიბუტად შეგიძლიათ სამზარეულოს სკამიც გამოიყენოთ. ეს შესანიშნავი აქსესუარია, რომელიც სასურველი პოზის მიღებაში დაგეხმარებათ. სკამზე მჯდომი მამაკაცისთვის ქალის ამოძრავება ადვილია. თანაც თქვენი სექსუალური გამოცდილება გაიზრდება თუ სექსით საძინებლის გარდა სხვა ადგილასაც დაკავდებით.
ეს  მხოლოდ მცირე რჩევებია იმ მრავალფეროვანი ალტერნატივებიდან, რომელიც თავად შეგიძლიათ აირჩიოთ. რაც მთავარია, შეეცადეთ ფანტაზია არ შეზღუდოთ. ყურადღებით მოუსმინეთ პარტნიორის აზრებს და შეეცადეთ ერთმანეთს გაუგოთ.
რაც უფრო მეტად ისაუბრებთ ინტიმურ თემებზე, მით მეტად დაახლოვდებით და სექსუალური აქტივობა გაცილებით სასიამოვნო გახდება.

წყარო: http://oxford-med.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები