28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყველაფერზე ნუ ბრაზდებით და ჩხუბობთ. მოთოკეთ ემოციები, განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

კურო
ფინანსების ან შეუსრულებელი საქმეების გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. სიფრთხილე გმართებთ ბასრ ინსტრუმენტებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ქირურგიული ოპერაციები.

ტყუპი
მოთმინება გმართებთ ბავშვებთან ურთიერთობისას. სიფრთხილე – სპორტის აქტიურ სახეობებთან. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ტრადიციების აღდგენას. მოერიდეთ კამათს ნათესავებთან, საყვარელ ადამიანთან. მეუღლესთან ერთად იზრუნეთ ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე.

ლომი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, ფულის ფლანგვას. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

ქალწული
დაიცავით “ოქროს შუალედი” ურთიერთობაში, საქმიანობაში. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციების (ფულის დაბანდება, ანგარიშის გახსნა, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა) ჩატარებას.

სასწორი
იმპულსური ქმედება თავადვე დაგაზარალებთ. იყავით თავაზიანი, დიპლომატიური. მოერიდეთ კამათს, დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან.

მორიელი
იყავით კანონმორჩილი მოქალაქე, გამოავლინეთ თავაზიანობა. სიფრთხილე გმართებთ ბასრ და წვეტიან ნივთებთან, აგრეთვე – ტექნიკასთან. სხვა დღისთვის გადადეთ ქირურგიული ოპერაცია.

მშვილდოსანი
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები, თორემ გარშემო მყოფებს უხეში, იმპულსური ადამიანი ეგონებით. შეიძლება გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება სიყვარულსა და მეგობრობას შორის. მოერიდეთ სპორტის აქტიურ სახეობებს.

თხის რქა
შეიძლება ჩაგეშალოთ პარტნიორული შეხვედრა, საქმეები. ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. მეტად დაისვენეთ ოჯახურ გარემოში.

მერწყული
მოულოდნელად შეგეცვლებათ გეგმები, გამოგიჩნდებათ გადაუდებელი საქმეები. აკონტროლეთ ემოციები. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

თევზები
მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. სიფრთხილე გმართებთ საყიდლებისას. არ შეიძინოთ ვადაგასული პროდუქტები, მედიკამენტები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები