დიდი მად“ლ“ობა – ვინ არის გოგონა, რომელმაც უილიამსის საჯდომზე “იღადავა” – ამ კომენტარით უბრალოდ გავიხუმრე

რობი უილიამსის კონცერტის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნახა ელენე ქასრაძის სახალისო ვიდეო რბილი „ლ“ – ს გამოყენებით და ბევრმაც დაიჯერა „რობის ემოციური ფანი“ სინამდიველში ელენე ქასრაძე გლობუსის თეატრის მსახიობია, რომელსაც საკუთარი სპექტაკლიც „ფანჯრების იქით“ აქვს დადგმული და მშვენივრად მეტყველებს.
„კვირა +“ ელენეს გაესაუბრა და მსახიობმა გუშინდელ ვიდეოზე კომენტარი გააკეთა.
„ამ კომენტარით უბრალოდ გავიხუმრე სასაცილო იყო, არსებობენ ადამიანების პროტოტიპები, რომლებიც ყველა ვარიანტში და ყველა მდგომარეობაში ასე ფიქრობენ, უბრალოდ ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა ჟურნალისტისთვის, „რა კარგია რომ რობი უილიამსი არსებობს ?“ და ვიხუმრე ამ სახით და აღმოჩნდა რომ ყველას მოგვეწონა და გავიცინეთ. არავისთვის პირადული შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არავისთვის ცინიკური მესიჯი არ გამიგზავნია, უბრალოდ სასაცილოა, უცებ ემოციურად ადამიანები, კონცერტის შემდეგ, რომ რბილს „ლ“-ს ხმარობენ ხოლმე.“- განაცხადა ელენე ქასრაძემ „კვირა+“თან.

კომენტარები

სხვა სიახლეები