პარიზში, ეიფელის კოშკზე, პირველად ისტორიაში, საცხოვრებელი ფართი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სახელგანთქმული ღირშესანიშნაობის ტერიტორიაზე დასახლება ივნისში, საფრანგეთში ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის დროს. იქნება შესაძლებელი.
კომპანია HomeAway პირველი სართულის ნაწილს აპარტამენტებად აქცევს. ამ ტერიტორიაზე გუშინ დაწყებული კონკურსის 4 გამარჯვებული იცხოვრებს.
აპარტამენტის ფანჯრებიდან პარიზის პანორამული ხედები გადაიშლება, მათ შორის ტრიუმფალურ თაღისაც. კომპანია HomeAway-ს ხელმძღვანელის, ბრაიან შარფლზის განცხადებით, აქცია უპრეცედენტოა. მან აღნიშნა, რომ აპარტამენტებში მცხოვრებ ადამიანებს შვებულებაზე ყველაზე ეპიკური მოგონებები გარანტირებული ექნებათ.
Prev Post
სხვა სიახლეები