20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა პირადი ცხოვრებისა და სამსახურის საქმეების გასაანალიზებლად. ჩამოყალიბდით პრიორიტეტებში, სურვილებში, რისი მიღწევა გსურთ.

კურო
ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს, აისრულეთ მცირე სურვილები (შეძლებისდაგვარად, მსხვილიც). თუმცა, ნურც სამუშაო გრაფიკიდან ამოვარდებით და ნურც სურვილებს აქცევთ მავნე ჩვევებად.

ტყუპი
მიენდეთ იღბალს და მშვიდად მიიღეთ ცვლილებები, რომლებიც თქვენ გარშემო ხდება. საღამო ან საყვარელ ადამიანთან, ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
დაიწყეთ ფულის მოგროვება შვებულებისთვის, სააგარაკო ნივთების შესაძენად. თქვენი სურვილები ასრულდება, თუ დროს, ფულს, ენერგიას სწორად გადაანაწილებთ.

ლომი
კარგი დღეა პროექტების, საქმეების დასასრულებლად, ურთიერთობისთვის და სამომავლო გეგმების შესადგენად. საღამოს

მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ, წვეულება მოაწყვეთ.

ქალწული
შეადგინეთ დღის განრიგი და დროულად დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საქმიანი შეხვედრები დღის მეორე ნახევარში დანიშნეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. სასურველია, წყალთან სიახლოვე.

სასწორი
იცით რა გსურთ და როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს. იბრძოლეთ გამარჯვებისთვის და გარშემო მყოფების მოსაზრებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ.

მორიელი
არასამუშაო განწყობა გაქვთ და ცდილობთ, სამუშაო რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ, ვალდებულებები კოლეგებს, ახლობლებს გადაუნაწილოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
სწორი გადაწყვეტილებები გზადაგზა უნდა მიიღოთ. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა არ დაუშვათ შეცდომები. გათვალეთ ყოველი ნაბიჯი, რას რა შედეგი მოჰყვება.

თხის რქა
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები; ახლებს ნუ წამოიწყებთ. დღეს “ღრუბლებში დაფრინავთ” და შეიძლება რაღაც გამოგრჩეთ. ჩამოწერეთ მომავალი კვირის გეგმა, შეადგინეთ საქმიანი შეხვედრების სია.

მერწყული
საქმეები დროულად დაასრულეთ, რათა მეტი დრო მოიტოვოთ საკუთარი თვისა და საყვარელი ადამიანისთვის. საღამოს ოჯახური ვახშამი მოამზადეთ და მშვიდ გარემოში დაისვენეთ.

თევზები
მეუღლეს დაგვიანების, მოუცლელობის გამო ნუ გააკრიტიკებთ. პირიქით, გაამხნევეთ, დაეხმარეთ. თავად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები, რათა უქმეები ოჯახში, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები