ინტერნეტში „ბითლზის“ უცნობი ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)

ავსტრალიის ფოტო და აუდიოდოკუმენტების ეროვნულმა არქივმა ბრიტანული ჯგუფის „ბითლზის“ უცნობი ვიდეო გამოაქვეყნა. ჩანაწერი 1965 წლის 1 ნოემბერს გაკეთდა. კლიპში ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი საგრიმიოროში სხედან, გადაცემისთვის The Music of Lennon & McCartney ემზადებიან და ხალისობენ. ვიდეოს ავტორი – ავსტრალიელი მოცეკვავე და ვიზაჟისტი დონ სუეინია, რომელიც იმ დროს მანჩესტერში Granada TV-სთვის მუშაობდა. სუეინის ჩანაწერების კოლექცია არქივს მისმა ქალიშვილმა გადასცა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები