დელიში, ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმის შენობაში, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დინოზავრების ჩონჩხები, მცენარეების და ცხოველების ექსპონატები განადგურდა. ხანძარი მუზეუმის გახსნამდე რამდენიმე ხნით ადრე გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად მუზეუმის ზედა სართულს წაეკიდა. ხანძარს 3 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი მეხანძრე აქრობდა. ზარალის საერთო მოცულობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სახანძრო სამსახურის თანამშრომლების თქმით, უდიდესია.