ვერძი
დღის პირველი ნახევარი რთული საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო – საოჯახო საქმეებს. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. მუშაობისას ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.
კურო
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ყოველდღიური საკითხები მოაგვარეთ, ახალი არაფერი წამოიწყოთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
კარგი დღეა ურთიერთობისთვის, საინტერესო ადამიანებთან დასამეგობრებლად. მოერიდეთ ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმას, გადაწყვეტილები გაანალიზებისა და დაკვირვების შემდეგ მიიღეთ.
კირჩხიბი
მოულოდნელი ცვლილებების დღეა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ.
ლომი
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, იმპულსურობას. ეცადეთ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ. კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. დახმარებისთვის საყვარელ ადამიანს ან მეგობარს მიმართეთ.
ქალწული
სასიამოვნო სიურპრიზები და საინტერესო ნაცნობობა გელით. პროფესიონალურ საქმიანობაში სიმშვიდეა. საღამო საკუთარი თავის მოვლას, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარებას დაუთმეთ.
სასწორი
ახალი წამოწყებები დღის მეორე ნახევრიდან დაიწყეთ. მიუხედავად დატვრთული გრაფიკისა, გამონახეთ დრო საკუთარ თავისთვის. გამაჯანსაღებელ ცენტრს ეწვიეთ ან მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
მორიელი
უამრავი წვრილ-წვრილი საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი. მოაერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვას. საღამოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
მშვილდოსანი
მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან. აკონტროლეთ სიტუაცია, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნეთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უსიამოვნება დროებითია.
თხის რქა
ნანატრ სიმშვიდეს მხოლოდ საღამოს იგრძნობთ. მანამდე საქმეებითა და მოვალეობებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.
მერწყული
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. სიყვარულსა და შემოქმედებით ცხოვრებაში მცირე გაურკვევლობა და დაბრკოლება გელით. ამოსუნთქვისა და დასვენების საშუალება საღამოს მოგეცემათ.
თევზები
დღის პირველი ნახევარი საქმეებით, შეხვედრებითა და მოვალეობებით იქნება დატვირთული. დახმარებისთვის საყვარელ ადამიანს ან მეგობრებს მიმართეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge