კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 11-17 აპრილი

დამდეგი კვირა შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა, სანამ კვირის ბოლოს მარსი რეტროგრადულ ფაზაში გადაინაცვლებს და მასთან ერთად გარკვეულ პრობლემებს დაუდებს საფუძველს ადამიანების ცხოვრებაში, შეგვიძლია ამ კვირის მანძილზე მოვლენების მშვიდი მიმდინარეობით დავტკბეთ.
კვირის დასაწყისში მერკური ასპექტს გააკეთებს ნეპტუნთან, ნეპტუნი კი მოგეხსენებათ, ილუზიებისა და ირეალური თემების “დედაა”. ამიტომ ამ პერიოდში გააქტიურებული იქნება ყველა სახის მაქინაციები, ინტრიგები სამსახურებრივ თუ პირად ფრონტზე, ასევე აქტიურდება ყველა ჯურის ავანტურისტი და ინტრიგანი, რის ხარჯზეც მარტივია თავი ამოყოთ რაიმე სახის გაუგებრობაში იქნება ეს ფინანსური თუ კორპორატიული სახის. შესაბამისად, ნურავის ენდობით სიტყვაზე და ყველა ტიპის ინფორმაცია გულდასმით გადაამოწმეთ სანდოობაზე.
კვირის შუა პერიოდი კარგია რომანტიკული პაემანის დასაგეგმად და ზოგადად, საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად. ამ პერიოდში საშუალება მოგეცემათ აქამდე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებიც მოძებნოთ პარტნიორთან თუკი ერთობლივ დასვენებას, შოპინგს ან გართობას დაგეგმავთ.
14-15 აპრილის პერიოდში ნუ გააკეთებთ ზედმეტ დაპირებებს და ზოგადად, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ბევრს. ამ პერიოდში ადამიანებში მომატებულია საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასების მოთხოვნილება, რის გამოც შესაძლებელია, რომ შეუსაბამო ვალდებულებებში “გაიხლართოთ”, რომელთა შესრულებაც სამომავლოდ ძალიან გაგიჭირდებათ.
კვირის ბოლოს გამონათქვამები და ტონი აკონტროლეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ამ პერიოდში მოიმატებს სხვა ადამიანებთან სიტყვით “წაკიდების” მოთხოვნილება, რამაც შესაძლოა კონფლიქტამდე ან ურთიერთობის დაძაბვამდეც მიიყვანოს ბევრი ჩვენგანი. განსაკუთრებით ერიდეთ სიტყვიერ დაპირისპირებასდედმამიშვილებთან და ახლო წრის ადამიანებთან, იმიტომ რომ მათი გულისტკენა მერწმუნეთ, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ მომავალში.
კვირის მიწურულს პლანეტა მარსი რეტროგრადული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ფინანსურ საქმეებსა და აქტიურ ქმედებებში. ზოგადად არ არის სასურველი ახალი საქმიანობის წამოწყება, აჯობებს მარსის რეტროგრადულობის პერიოდი უკვე არსებულ-დაგროვილი საქმეების მოგვარებას მოახმაროთ. ეს ის პერიოდია, როცა ერთი ძველი ანდაზა “ვინც მოითმენსო, ის მოიგებს” ძალზე აქტუალური ხდება.
ქალბატონების ცხოვრებაში მარსის რეტროგრადულობა “ყოფილების” ბუმერანგის პრინციპით უკან დაბრუნებას მოასწავებს, რაც სულაც არ გახლავთ მაინცდამაინც დადებითი მოვლენა. იმიტომ რომ შესაძლებელია მარსის რეტრო ფაზის გავლის შემდგომ თქვენი ვითომდა “განახლებული” რომანი ისევ ძველ და სავალალო პოზიციას დაუბრუნდეს. ამიტომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს სერიოზული დაფიქრება მართებთ საკუთარ ცხოვრებაში ყოფილი პარტნიორების ისევ შემოშვებამდე.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები