23 მარტს მთვარის დაბნელება მოხდება – ასტროლოგის რჩევები

მთვარის დაბნელება 2016 წლის 23 მარტს, თბილისი დროით, 15:00 საათზე в 03°17 სასწორის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება. გლობალურ დონეზე მთვარის დაბნელება, სადაც მთავარ როლში ვერძის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნები გვევლინებიან, აქტუალური გახდება იურიდიული ხასიათის საკითხები. ამ დროს მიღებული საერთაშორისო კანონები, დადებული ხელშეკრულებები, დადგენილებები, მოლაპარაკებები და სხვა იურიდიულ შეხვედრებს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება.
მთვარის დაბნელება დააყენებს კონფლიქტების მშვიდად მოგვარების საკითხს. დიდი ალბათობაა, მოხდეს მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები კონფლიქტების მოსაგვარებლად და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება.
მთვარის დაბნელებას დაემთხვევა ზუსტი კვადრატი იუპიტერისა და სატურნისა, ორი პლანეტისა, რომელიც დიდ გავლენას ახდენენ ნებისმიერ სოციალური მოვლენის განვითარებაზე.tornike
მიუხედავად დიდი მონდომებებისა, ომსა და მშვიდობას შორის მშვიდობა იმარჯვებს, ოღონდ ომით. არ წყდება გლობალურ – რელიგიური კრიზისი, ტერორიზმის თემა ისევ აქტუალურია. ამიტომ ეს დაბნელება ბევრი ცალკეული სახელმწიფოს ბედს გადაწყვეტს და მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
რაც შეეხებათ ადამიანებს, ვურჩევდით, რომ იყვნენ ფრთხილად, შეიკავონ თავი კონფლიქტებისგან, ნუ მიიღებენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, იყვნენ მომთმენნი და გამოიჩინონ დიპლომატია კონფლიქტების დროს. იზრდება ფიზიკური ტრავმულობის ალბათობა განსაკუთრებით თავის, კისრის არეში. გარკვეული სირთულეების ალბათობა სასიყვარულო იქნება პარტნიორულ სფეროში, ასევე ხელოვნების მიმართულებით. რომელ ქვეყნებზე იმოქმედებს მთვარის დაბნელება? ესენია: სირია, საუდის არაბეთი, ლიბია, ჩინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ვენესუელა, ახალი ზელანდია, მოლდოვეთი, სლოვაკეთი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, მონაკო, აშშ-ს სამხრეთი ნაწილი, ავსტრია, სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ნაწილის, ინდოეთის და წყნარი ოკეანე. რუსეთის აღმოსავლეთ ციმბირი. არქტიკა და ანტარქტიდა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს: კირჩხიბის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნები განსაკუთრებით მგრძნობიარეები იქნებიან ამ დაბნელების მიმართ, ასევე თხის რქის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნები. კონკრეტულად განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ 22,23,24 რიცხვის მარტს, ივნისს, სექტემბერს, დეკემბერს დაბადებული ადამიანები.

თორნიკე ბიძინაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები