4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ექსპერიმენტები და ბანალური საკითხების ორიგინალურად გადაწყვეტა მოგინდებათ. ჩანაფიქრების უმეტესობა წარმატებული გამოდგება. საღამო სასიამოვნო მოულოდნელობებით იქნება აღსავსე.

კურო
ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, ზოგიერთი საკითხის გაუმჯობესება გელით. მცირე ცვლილებებიც კი სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. დადებითი ემოციებით აგავსებთ საქმიანობა, რომელიც ადრე არაფრად მიგაჩნდათ.

ტყუპი
საქმეები სიამოვნებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. კარგი დღეა მოლაპარაკებების გასამართავად, სწავლისა და გასაუბრებისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

კირჩხიბი
სარისკო საქმიანობაც კი წარმატებასა და პოპულარობას მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორებთან და ერთობლივი საქმიანობა მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. საღამო დასვენებას დაუთმეთ.

ლომი
კარგი დღე ელით შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროში მომუშავეებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. ისინი დააფასებენ თქვენს იდეებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის, უძრავი ქონების საკითხების მოსაგვარებლად. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. ბავშვებთან ურთიერთობა პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ.

სასწორი
მიზანდასახული ხართ და წარმატების მიღწევაში ვერაფერი შეგიშლით ხელს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. წარმატებული დღე ელით სარეკლამო სწფეროში მომუშავე და შემოქმედებით ნიშნებს. გაიჩენთ გავლენიან მეგობრებს, მფარველებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
საქმიანი მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და საქმიან პარტნიორებთნ დამეგობრების დღე გელით. უფროსი დაგიფასებთ შრომას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით.

თხის რქა

სასურველის მიღწევას კოლეგებთან და პარტნიორებთან გაერთიანების შემდეგ შეძლებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს.

მერწყული
დღეს შესრულებული საქმე ან კაპიტალდაბანდება მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და ტანდემში უამრავ საქმეს მოაგვარებთ.

თევზები
მეტი ყურადღება გმართებთ ახალი პროექტების, საქმიანი შემოთავაზებების განხილვისას. კარგი დღეა ოჯახის წევრების გასაერთიანებლად, საერთო საქმიანობის წამოსაწყებად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები