ადამიანის ხასიათის გამოცნობა ფსიქოლოგებს მისი გარეგნული ნიშნებით შეუძლიათ. მაგალითად:
რაზე მეტყველებს ტუჩები
. თხელი, მოკუმული მშრალი ტუჩები გონიერ, მკაცრ გამომეტყველებას ანიჭებს ადამიანებს. მათთან ახლო კონტაქტის დამყარება ძნელია, რადგან ყველას არ ენდობიან, არც საკუთარ საიდუმლოს ამჟღავნებენ.
. რბილი, ოდნავ მოშვებული სველი ტუჩები სუსტი ნებისყოფის, მეოცნებე, სიყვარულის მაძიებელი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
. ზედმეტად მოშვებული, უფორმო ტუჩები იმაზე მეტყველებს, რომ მათი პატრონი მოსულიყო, გონებაშეზღუდული ადამიანია.
. მსხვილი, ლამაზი ტუჩები ზედაპირულ, ვნებიან, ხარბ ადამიანებს აქვთ. ისინი საკუთარ ამბიციებსა და `მატერიალურ სისუსტეებს~ გარეგნული მომხიბვლელობით ნიღბავენ.
. ბაფთისებური ტუჩები კეკლუც, მიმნდობ, მსუბუქ, გულუბრყვილო ადამიანებს აქვთ. ისინი მუდმივად სიყვარულს ეძებენ, რადგან პარტნიორს დიდხანს ვერ ინარჩუნებენ.
თმა
. ჟღალი თმა სასოწარკვეთილ, უიმედო, თუმცა თავზეხელაღებულ ადამიანებს აქვთ. ისინი საკუთარ უმწეობას გულღიაობითა და მოჩვენებითი სიმტკიცით ნიღბავენ.
. ოდნავ ხვეული თმა იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ წინაშე მგრძნობიარე, ცვალებადი, დახვეწილი პიროვნებაა.
. შავი, სწორი თმა შინაგან ძლიერებაზე, თავშეკავებულობასა და უფლებისმოყვარეობაზე მეტყველებს. მას, ვისაც ასეთი თმა აქვს, შეუძლია გრძნობათა შენიღბვა და სიყვარულისთვის ყოველთვის მზად არის.
. სწორი, ქერა თმა გონიერების, ეგოიზმისა და ფარული ცბიერების მანიშნებელია. ასეთი ადამიანები ინტელექტუალური, თუმცა არც ისე სანდო არიან. არ უყვართ ფიზიკური შრომა.
წყარო: რეიტინგი