15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული პროექტები. გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური, შემოსავლის ახალი წყარო. თავისუფალი დრო ბინის კეთილმოწყობას დაუთმეთ.

კურო
რთულ დავალებებს ადვილად გაართმევთ თავს. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ყველა წვრილმანი კარგად აწონ-დაწონეთ. ახლობლებისთვის რჩევის კითხვა ნუ მოგერიდებათ.

ტყუპი
პასუხი გაეცემა თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, საქმიანი შეხვედრებისთვის, დოკუმენტების გასაფორმებლად.

კირჩხიბი
ვარსკვლავები თქვენ მხარეზე არია. მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. თქვენი ცხოვრება უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახდება. მხოლოდ ერთგული მეგობრების იმედი უნდა გქონდეთ. საღამოს სიურპრიზი გელით.

ლომი
კარგი დღეა საყიდლებისთვის; მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა. საღამო ოჯახში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

ქალწული
კომერციულ საქმიანობაში გამარჯვებას მოიპოვებთ. კარგი დღეა სარეკლამო სფეროში მომუშავეთათვის. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები.

სასწორი
დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრა და შემოქმედებითი იდეების განხორციელება გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. მოსინჯეთ საკუთარი ძალები ახალ საქმეში, სფეროში. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიონალებისგან რჩევის მისაღებად. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საჩუქრების შეძენას შეძლებთ.

თხის რქა
მოაგვარეთ დაგროვილი საქმეები. მეტად გამოავლინეთ არაორდინალური მიდგომა და კრეატიული აზროვნება. დაგეგმეთ მომავალი, შეადგინეთ ხარჯთა სია. კარგი დღეა ავტომობილის, უძრავი ქონების შესაძენად.

მერწყული
დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ და კარგად დაისვენეთ.

თევზები
მოვლენებით დატვირთული აქტიური დღე გელით. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, ცოდნის გასაღრმავებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ, ან ოჯახური დღესასწაული მოაწყვეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები