“ჩემს შვილს მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს” – თიკა ჯამბურია მარტოხელა დედაა

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში შვილისა და ყოფილი მეუღლის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

“კვირა პლუსი” ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ:

– ოჯახის ხელმეორედ შექმნაზე არ ფიქრობთ?

– რატომაც არა, მაგრამ ჯერ ადრეა. მთელი 6 წელი შევალიე ყოფილ მეუღლეს. ძალიან პატარა ვიყავი, რომ გავთხოვდი და მინდა, ახალგაზრდობის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო როგორც თავისუფლების, ასევე კარიერის თვალსაზრისით. ყველაფერი რომ დალაგდება, ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქრებ. ფლირტი, გაპრანჭვა ყოველთვის არის ჩემს ცხოვრებაში.

– მარტოხელა დედობას მიეჩვიეთ?

– რაც ნინა გაჩნდა, მას მერე მარტოხელა დედა ვარ და არც ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვიცხოვრო. რაც ნინა დაიბადა, მე და ბექას ერთი დღეც არ გვიცხოვრია ერთად. ასე რომ, არ ვიცი, რა არის ეს. ნინასთვის დედაც მე ვარ და მამაც. ბაღში უთხრეს, შენი ოჯახი დახატეო და მხოლოდ მე დამხატა. ეგოისტურად გამომდის, მაგრამ მიხარია, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ და ხედავს, რომ მე ვარ მისი ოჯახი.

– ბავშვს მამასთან არ აქვს ურთიერთობა?

– არანაირი, რადგან ბექას ახალი ოჯახი ჰყავს და ნინასგან შორს არის, მოსკოვში ცხოვრობს. ნინასთვის ვერ იცლის, მეორე შვილს ელოდება.

– გექნებათ სურვილი, რომ ნინას ბექას მეორე შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს?

– რა თქმა უნდა, დები იქნებიან, უნდა იმეგობრონ და ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდეთ, თუმცა არ ვიცი, ეს რანაირად მოხერხდება.

– ბექა ხოფერიას აპატიეთ?

– ბექას ჩემი პატიება არ სჭირდება, ცხოვრება დაანახვებს ყველაფერს, რაც მე გადავიტანე და გამოვიარე იმ პერიოდში. ღმერთმა ქნას, ბექამ არასდროს განიცადოს ის ტკივილი, რასაც მე გავუძელი. ეს ყველასთვის ურთულესია, მით უმეტეს, კაცისთვის. ისინი ქალებზე ბევრად სუსტები არიან.

                                                                                                                                                           წყარო: ჟურნალი  “სარკე”

კომენტარები

სხვა სიახლეები