როგორი იქნება მაიმუნის წელი ცალ-ცალკე – ქალებისა და მამაკაცებისთვის

როგორც იცით, დამდეგი 2016 წელი წითელი მაიმუნის წელია, რომლის დადგომასაც როგორც მთელი სამყარო, ისე ასტროლოგები დიდი ინტერესით ველით, იმიტომ რომ მაიმუნისგან ყველანაირ სიურპრიზს შეიძლება ველოდოთ მომავალი 2016 წლის მანძილზე. დაწყებული პოლიტიკური სკანდალებით, დასრულებული მოულოდნელი კონფლიქტებითა და სიტუაციის მკვეთრი ცვალებადობით… მოკლედ, “მაიმუნის მაიმუნობის” დრო მოდის. თუმცა, ასტროლოგებმა ცალ-ცალკეც დაადგინეს ის, თუ რას უნდა ველოდოთ ამ წელს იმის მიხედვით, თუ რომელ სქესს განვეკუთვნებით – მამრობითს თუ მდედრობითს. მოკლედ, დღეს ქალებისა და მამაკაცებისთვის ცალკე პროგნოზები გვექნება.

როგორი იქნება 2016 წელი მამაკაცებისთვის?

როგორც ასტროლოგები თვლიან, მამაკაცების დიდი ნაწილი დამდეგ წელიწადს საკუთარი თავის სრულყოფის მცდელობაში გაატარებს. მათთვის, ვინც განსაკუთრებით აქტიური, ექსტრიმის მოყვარული და რისკიანია, შეიძლება მაიმუნის წელმა სერიოზული ფინანსური აღმასვლა და ბიზნესგეგმებიც მოიტანოს. უფრო მოკრძალებულებისთვის კი შესაძლებელია, ბედმა სასიყვარულო სამკუთხედი გამოიმეტოს, რომ ამ კუთხით მაინც იგრძნოს სამყაროს ძლიერმა ნახევარმა თავი ექსტრემალური მწვერვალის სიმაღლეზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაიმუნს გართობა უყვარს. შესაბამისად, მამაკაცებმაც უნდა აუწყონ ფეხი მის წესებს.

როგორი იქნება 2016 წელი მანდილოსნებისთვის?

ჩვენი პროგნოზებით, ალბათ უფრო კარიერისტ ქალებს გავახარებთ. მაიმუნი ცხოვრების აქტიურ წესსა და მაქსიმალურ „ექშენს“ უჭერს მხარს, შესაბამისად, ეს ის წელი არ არის, თავი ოჯახსა და დიასახლისის “პროფესიას” მიუძღვნათ. აუცილებელია, პროფესიული უნარების წინ წამოწევა და საკუთარი შესაძლებლობების თუნდაც მინიმალურ დონეზე განვითარება. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, ძვირფასო ქალებო, რომ მაიმუნი პირად ურთიერთობებში მხოლოდ სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებებს გაამართლებს. შესაბამისად, თუკი დაოჯახება გაქვთ გადაწყვეტილი, ამ ნაბიჯის გადადგმა დაუგეგმავად მოგიწევთ. თუმცა, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თუკი თქვენ ცხოვრების მეგზურად ტრადიციულად მოაზროვნე მამაკაცს აირჩევთ, მაიმუნი ამ ქორწინებას დრამატული ელემენტებითა და განქორწინების საფრთხით აავსებს. შესაბამისად, არჩევანი ლიბერალურად მოაზროვნე პარტნიორზე უნდა შეაჩეროთ. რომელთანაც თქვენი კავშირი თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე იქნება დამყარებული.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები