ქართველი ლამაზმანი, რომელიც მილიონერი ქმრისგან ქონების ნახევარს ითხოვს – სკანდალური განქორწინების დეტალები

გუშინ, მაია ასათიანის გადაცემაში კიდევ ერთხელ გააქტუალურდა ის თემა, რომელიც ქვეყანაში ჯერ ჩურჩულის საგანი იყო, ახლა კი, ნელ-ნელა ზედაპირზე და საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოდის ისეთი შემთხვევები, რომელთა მოსმენაც გულგრილს არავის დატოვებს. საუბარია ქმრების მხრიდან ქალბატონების მიმართ სექსუალურ, ფსიქოლოგიურ თუ სხვა სახის ძალადობაზე და განქორწინების შემდეგ მათ უსახსროდ დატოვებაზე.

„პროფილში“ ამერიკის შერთებული შტატებიდან ჩაერთო ქართველი ქალბატონი, ბაია დავითაია, რომელიც წლის გახმაურებული და სკანდალური განქორწინების ერთ-ერთი მხარეა. ის გახლავთ ბიზნესმენ, მილიონერ თემურ უგულავას მეუღლე. წყვილი განქორწინების პროცესშია, თემურსა და ბაიას ჰყავთ საერთო შვილი, ლუკა, რომელიც აუტიზმის მძიმე ფორმით არის დაავადებული და სპეციალური მკურნალობა სჭირდება. წლების წინ, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ბაია შვილთან ერთად ჯერ ევროპაში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში გაემგზავრა.

წლების შემდეგ, როცა წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, ბაიამ ქონების ნახევარი მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი. დავითაიამ მოსამართლე გიორგი ებანოიძეს კორუფციულ გარიგებაში და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციაში დასდო ბრალი.

ადვოკატები ამბობენ, რომ ქონების გაყოფაზე უარი სასამართლომ დაასაბუთა იმით, რომ ბაია დავითაია ქონების ზრდის პროცესში არ მონაწილეობდა, რადგან შვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. სასამართლომ ასევე მეოთხედით შეამცირა თანხა, რომელსაც უგულავა შვილის რეაბილიტაციისთვის იხდიდა.

პროფილთან“ საუბრისას ბაიამ განაცხადა:

„აღნიშნული საქმე ჩემი დაწყებული არ არის. სწორედ უგულავამ შემოიტანა სარჩელი და მე მხოლოდ 8 თვის შემდეგ შევიტანე შესაგებებელი სარჩელი. მე არ მინდა არავის კმაყოფაზე ვიცხოვრო, მინდა დამოუკიდებლად ცხოვრება.

მე შევხვდი თემურს 2002 წელს. მას ჰქონდა კაზინო „აჭარა“, რომელიც სულ სხვა ტერიტორიაზე მდებარეობდა. მაშინ არ არსებობდა სასტუმროები: „რუმსი“, „ჰოლდეი ინი“, ონლაინკაზინო და ბევრი სხვა აქტივი, რომელიც მას დღეს აქვს. ეს ყველაფერი შეიქმნა ჩემთან ცხოვრების პერიოდში. ჩვენ ხელი 2008 წელს მოვაწერეთ და დღემდე გაწერილი არ გვაქვს. თემური სხვა ქალთან ხელს ვერ მოაწერს ამ მარტივი მიზეზით.

არ ვიცი, რატომ მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონის წინააღმდეგ არის მიმართული. თანხა, რომელიც ალიმენტებისთვის არის გამოყოფილი, ლუკას ხმარდება ამერიკაში მკურნალობისთვის.  რასაც მე ვითხოვდი ალიმენტების ნაწილში, ზუსტად იმ თანხის დატოვება იყო, რასაც თემურ უგულავა იხიდა მთელი ამ რვა წლის განმავლობაში და რითაც ჩვენ აქ ვცხოვრობდით, მოსამართლემ ეს თანხაც შეამცირა.

ჩემი შვილი აუტიზმის მძიმე ფორმითაა  დაავადებული. აბსოლუტურად ვერ ლაპარაკობს და ვერ გვიხსნის, რა სჭირდება და რა სურს. ამიტომ გადავწყვიტეთ აქ წამოყვანა, სამწუხაროდ, თბილისში მაშინ სპეციალიზებული სკოლა არ არსებობდა. შვილის გამო იძულებული ვიყავი, ეს ნაბიჯი გადამედგა და აქ ცხოვრება ჩემი ახირება არ არის. 365 დღე, 24 საათის განმავლობაში ამ ბავშვს ვპატრონობდი ჩემ მაგივრადაც და თემურ მაგივრადაც, ორივე მშობლის ფუნქცია შევითავსე.

არ მაქვს აქ მუშაობის უფლება, რადგან დღემდე ვიმყოფები ტურისტული ვიზით, მთელი ეს რვა წელი არ მიმუშავია და სიმართლე გითხრათ, ამისი დროც არ მექნებოდა. ლუკას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. აქამდე ერთი დამხმარე ქალი მყავდა, დავამატე ახალგაზრდა მამაკაცი, რომ ფიზიკურად მოერიოს, რადგან ლუკა იზრდება და შეიძლება, დაიზიანოს თავი.

ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია. იმედი მაქვს, ამ საკითხს უფრო დიდი ყურადღებით განიხილავენ…“

საგულისხმოა, რომ თემურ უგულავა ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის განქორწინებული, თუმცა უკვე ჰყავს ახალი რჩეული, რომელზეც დაქორწინებას აპირებს, მოდელი ნინი ნებიერიძე. წყვილი უკვე იმყოფებოდა ამერიკაში თაფლობის თვის გასატარებლად…  თემურ უგულავას გარშემო მუდმივად ტრიალებდნენ ლამაზმანები, მასთან ურთიერთობას მიაწერდნენ სხვადახვა დროს სხვადასხვა ცნობილ ქართველ ქალს…

1932708_10202277026739785_57422723_o 11800145_10205962060903336_2731562745304726168_n 12063746_10206369272243365_525781134150598410_n

წყარო: http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები