შორენა ბეგაშვილმა დიზაინერობა დაიწყო

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა დიზაინერობა დაიწყო. პირველ ეტაპზე შორენამ ჟაკეტები შექმნა, რომლის შეძენაც უკვე შესაძლებელია. რატომ გადაწყვიტა საკუთარი ძალების დიზაინერის ამპლუაში მოსინჯვა და აპირებს თუ არა ამ საქმის გაგრძელებას, ამის შესახებ შორენა Ambebi.ge -ს ესაუბრა.

– შორენა, რატომ გადაწყვიტეთ ტანსაცმლის საკუთარი ხაზის წარმოება?
– ყველა ტანსაცმელს, რომელსაც ვიძენდი, მაინც ჩემებურად ვაკეთებდი. ბავშვობაში დედა მიკერავდა სამოსს, როცა გავიზარდე მე დავიწყე კერვა. როცა “ოცნების ქალაქის” ფილმის ფოტოსესიისთვის დამირეკეს, თავად შევიკერე კაბა, ზუსტად ერთ საათში. ფოტოებზე ემჩნევა კიდეც კაბა ხელით შეკერილი რომ არის, ყველაზე მეტად მიყვარს ეს ფოტო. შემდეგ ერევნიდან დამირეკეს, გადაღებაზე მიმიწვიეს და მოთხოვნა იყო სწორედ ეს კაბა ჩამეცვა გადაღებაზე. სასიამოვნოა როცა შენს მიერ შეკერილ კაბაზე გწერენ, აინტერესებთ სად შეიძინე და ა.შ.

– მხოლოდ ნაქსოვი ჟაკეტები იქნება თუ სხვა სამოსსაც შექმნით?
– რა თქმა უნდა არ ვაპირებ მხოლოდ ჟაკეტებზე გაჩერებას, მინდა ჩემი მაღაზია-ატელიე შევქმნა, მაგრამ ვიცი, რომ როგორც ყოველთვის ახლაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავიწყო ჩემი ახალი წამოწყების განვითარება. არ მყავს დიზაინერი

აყვანილი, ამიტომ რასაც შევთავაზებ მომხმარებელს ჩემს მიერ იქნება შექმნილი. ხშირად ვამბობ, რომ ბევრი იდეა დაფუთფუთობს ამ თავში და ნეტავ, რამდენიმე მაინც განვახორციელო.

– ვინმეს რჩევებს ითვალისწინებთ თუ მოდის ტენდენციებს?
– გინდა თუ არა, მოდის ტენდენციებს ყოველთვის ითვალისწინებს ადამიანი, თუმცა ყველაზე ზუსტი მოდა ე.წ. ქუჩის მოდაა.

– დიდ დროს უთმობთ ამ საქმეს?
– თუ საქმეს დროს არ დაუთმობ, მთელი გულით არ გააკეთებ, ისე არაფერი არ გამოვა.

– აპირებთ თუ არა ამ ბიზნესის გაფართოებას და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
– ჯერ პირველი ნაბიჯები გადავდგი და ვნახოთ, რა იქნება. თუმცა, როგორც ბებიაჩემი ამბობს, ისეთ ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, უდაბნოში რომ დატოვო, მეორე დღეს წალკოტს დაგახვედრებსო.

კომენტარები

სხვა სიახლეები