13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან მხიარულ განწყობაზე იქნებით. არ გაგიჭირდებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. კარგი დღეა სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად. საღამოს ბავშვებთან ერთად თბილისის ქუჩებში გაისეირნეთ.

კურო
სამსახურის საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ, რათა დრო საყვარელი ადამიანისთვისაც მოიტოვოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთი მწერლობაში მოსინჯავს თავს და შეიძლება ახალი რომანის გმირებად ნათესავები აქციოს.

ტყუპი
წარმატებას მიაღწევთ სამსახურის საქმეებში. უფროსთან მოერიდეთ კამათს. საღამოს საყიდლებზე გაიარეთ. კარგი დღეა საჩუქრების შესაძენად.

კირჩხიბი
ენერგიული ხართ და მზად მუშაობისთვის. დღეს რთული საქმეებიც არ შეგაშინებთ. საღამოს ოჯახის წევრებს შინაურული დღესასწაული მოუწყვეთ.

ლომი
შემოქმედებით განწყობაზე ხართ და ახალი იდეების განხორციელებაც მოგინდებათ. ზოგიერთები საინტერესო და პერსპექტიულ საქმიან წინადადებებს მიიღებენ. ზოგსაც მოგზაურობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელის.

ქალწული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ახალ საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გატარეთ.

სასწორი
კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად. რთულ საკითხებსაც მარტივად მოაგვარებთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს სიყვარულში ორიგინალურად გამოუტყდეთ.

მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კოლეგები ახალ იდეებს მოგიწონებენ. ზოგიერთს მივლინება ელის. ჩაეწერეთ ახალ კურსებზე.

მშვილდოსანი
გააცანით თქვენი იდეები სპონსორებს, პარტნიორებს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. მოიკითხეთ ნათესავები. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები.

თხის რქა
ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრები და პროექტების განხილვა. პრობლემების მოსაგვარებლად გავლენიანი ნაცნობების შეწუხება ნუ გაგიჭირდებათ. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს.

მერწყული
უამრავი იდეა და გეგმა გექნებათ განსახორციელებელი. სამსახურის შემდეგ პროდუქტები შეიძინეთ და ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ. ეცადეთ, დროზე დაიძინოთ და კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატაროთ.

თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, ვარცხნილობის შესაცვლელად ან მასაჟის გასაკეთებლად. საღამოს გადაიკითხეთ კლასიკური ნაწარმოებები.

კომენტარები

სხვა სიახლეები