სამების ტაძრის კურთხევაზე, პატრიარქის მიბრძანებისას თავსხმა წვიმა შეწყდა, ცა გაიხსნა და ღრუბლები გაიფანტა. ზებუნებრივი მოვლენა დღეს 14 საათზე დაფიქსირდა. სასწაულის ამსახველი ფოტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტმა აღბეჭდა.
მსგავსი რამ 2 კვირის წინაც დაფიქსირდა, როდესაც მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათზე 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვრის აღმართვისას, ცაზე ღრუბლებით ჯვარი გამოისახა. მოვლენის ამსახველი ფოტოები მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, რაც მორწმუნეებმა ხილულ სასწაულად შეაფასეს.