სტეფანე და მიხეილ სააკაშვილი ოდესის სასტუმროში – მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი INSTAGRAM-ის საკუთარ გვერდზე, ოდესის გუბერნატორთან ერთად, სასტუმრო Hotel Otrada Odesa-ში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
სტეფანესთან ერთად, ოდესაში ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები: ბუბა კიკაბიძე, სოფო ნიჟარაძე ქეთათო ჩარკვიანი, ვანიკო თარხნიშვილი, ოთო ფოლადაშვილი, ლელა კილაძე და სხვები იმყოფებიან. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ტურნე „ვერის უბნის მელოდიებს“ უკავშირდება. როგორც ცნობილია, ოდესის გუბერნატორი მიუზიკლის პრემიერისთვის ემზადება. მიუზიკლის მთავარი პრიმა, კვლავაც სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი სოფო ნიჟარაძე იქნება. ასევე მთავარ როლს „ვერის უბნის მელოდიებში“, მიხეილ სააკაშვილის მიწვევით, ბუბა კიკაბიძე შეასრულებს. სპექტაკლს კი ფრანგი რეჟისორი რედა ბეტიფორი აღადგენს.
მსახიობებთან და რეჟისორთან მოლაპარაკებას პირადად სააკაშვილი აწარმოებს, თუმცა როგორც ირკვევა, დასის ყველა წევრების დათანხმებას გუბერატორი ამ დრომდე ვერ ახერხებს. ოდესის გუბერნატორის მიწვევა მიუღებელი აღმოჩნდა სუხიშვილებისთვის და რამდენიმე მსახიობისთვის, რომლებიც მეორეხარისხოვან როლებში არიან დაკავებული. მიუზიკლში მონაწილეობაზე უარი მსახიობმა კახა კინწურაშვილმაც. სავარაუდოდ, მათ სხვა მსახიობებით ჩაანაცვლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდესელები მიუზიკლს ოქტომბრის ბოლოს ნახავენ. მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ თბილისში 2012 წელს დაიდგა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ერთი მილიონი ლარი დაუჯდა.