შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტი გოგონა ნინუცა დარბაიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს და საკუთარ ჯგუფელებს მიმართავს.
ჩემი ამ ნაბიჯით მინდა მათ გავაგებინო რომ ცხოვრება გრძელდება..!! მინდა შემდეგ წელს ვთქვა რომ “ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ნამდვილი ადამიანები”!!! გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ ამომიდექით მხარში, არ მიყუროთ დამცინავი მზერით თუ ყავის ჭიქას ვერ დავიჭერ კარგად ხელში და გადავისხამ, უბრალოდ მოდით და დამეხმარეთ.. მეგობრებს ხელების და ფეხების მიხედვით ხომ არ ირჩევთ. ეს ხომ შეიძლება ყველას მოგსვლოდათ.. აივნიდან გადმოვარდი 25 მეტრიდან და მადლობა ღმერთს მე ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი რომ გავივლი და გავხდები ისევ ისეთი როგორიც ვიყავი. ძალიან ძალიან მთელი გულით გთხოვთ არ დამთრგუნოთ, არ მაგრძნობინოთ რომ რამით განვსხვავდები თქვენგან, რომ ბევრ რაღაცაში შეზღუდული ვარ, რომ კიდურები არ მემორჩილება, გთხოვთ ამას ნუ მაგრძნობინებთ, ეს მე ისედაც ვიცი.. მეშინია პირველი დღის, მეშინია სახლში აცრემლებული არ დავბრუნდე და არ ვთქვა “აღარასდროს წავალ”. გადამდები არაფერი მჭირს, მოდით, გამეცანით, ვიმეგობროთ, მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ნერვები დროებით ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას, მალე აღდგება და მეც ვიხტუნავებ. ფაკულტეტი ფსიქოლოგიური ავირჩიე, რადგან მინდა ძლიერი ფსიქიკა მქონდეს, რომ ჩემმა მდგომარეობამ არ მაჯობოს და არ გამაგიჟოს..ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხეთ, კარგი იქნება თუ გაიაზრებთ.. წარმატებულ პირველ დღეს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ მე ყველაზე ადვილად მიცნობთ. P.s ბანკეტის კაბით არ მოვდივარ, შავი ეტლით ვიქნები”, – წერს ნინუცა დარბაიძე ფეისბუქზე.