16 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალი თანამოაზრე გამოგიჩნდებათ, რომელთან ერთადაც იდეების განხორციელებას შეძლებთ. ზოგიერთს ახალი საქმიანობის დაწყებას შესთავაზებენ.

კურო
მუშაობისას მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ზოგიერთს დაწინაურება ელის. აკონტროლეთ კოლეგები.

ტყუპი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დაგროვილ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით და შემოქმედებით იდეებსაც განახორციელებთ. დღეს საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი
ჩამოყალიბდით, შეადგინეთ გეგმა და იმოქმედეთ მიზნის მისაღწევად. ზოგიერთს სასიამოვნო ცვლილებები ელის. საღამო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ.

ლომი
წარმატება გელით ნებისმიერ წამოწყებაში. გავლენიანი მეგობრების დახმარებით დაგროვილ პრობლემებს მოაგვარებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამოს მეგობრებს უმასპინძლებთ.

ქალწული
დღეს საკუთარი საქმეების მოგვარებასაც შეძლებთ და კოლეგებსაც დაეხმარებით. აგრეთვე არ გაგიჭირდებათ ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლების შერიგება. ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისას მეტი ყურადღება გმართებთ.

სასწორი
ან ახალ საქმიანობას შემოგთავაზებენ, ან დაგაწინაურებენ. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით შემოქმედ ნიშნებს. დაძაბული სიტუაციები იუმორით, ღიმილით განმუხტეთ.

მორიელი
დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ და თამაშის წესები თქვენ სასარგებლოდ შეცვალოთ. საღამოს საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ და თქვენთვის საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის; კვალიფიკაციის ასამაღლებლად და უცხო ენის სწავლისთვის. მოითხოვეთ დაწინაურება ან ხელფასის მომატება.

თხის რქა
დღეს სამსახურის საქმეებსაც მოაგვარებთ და პირადსაც. შემოქმედებითი ნიშნები იდეების განხორციელებას შეძლებენ.

მერწყული
ყურადღებით განიხილეთ ახალი შემოთავაზებები. რჩევისთვის მეგობრებსა და გავლენიან ადამიანებს მიმართეთ. საყვარელი ადამიანი საღამოს მზრუნველობით აგავსებთ.

თევზები
კარგი დღეა ახალი, შემოსავლიანი საქმიანობის მოსაძებნად, საქმიანობის შესაცვლელად. საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და საუბარი საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობეში დაგარწმუნებთ.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები