როგორ ირთულებენ ცხოვრებას ზოდიაქოს ნიშნები

ერთი კარგი გამოთქმა არსებობს – “ბუზს სპილოდ აქცევსო” და ალბათ ყველა ჩვენგანმა ვიცით ამ გამოთქმის ალეგორიული მნიშვნელობა. ასტროლოგები თვლიან, რომ ადამიანები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე სხვადასხვა წვრილმანი პრობლემების დრამატიზირებისკენ არიან მიდრეკილნი. რომლის შესახებაც სხვამ შესაძლოა ფიქრშიც კი დიდი დრო არ დაკარგოს. მოდით, დღეს ზუსტად იმაზე გესაუბრებით, რა სახის “უპრობლემო პრობლემებით” ირთულებენ ცხოვრებას ზოდიაქოს ნიშნები:

ვერძი ყველაზე ხშირად ცხოვრებას სხვებთან უაზრო შეჯიბრით ირთულებს. ის გამუდმებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ “ყველაზე, ყველაზეა”… თუმცა, თავმდაბლობითა და სიჩუმით, უდავოდ მეტს მოიგებდა.

კურო ყველაზე ხშირად ცხოვრებას სიჯიუტითა და სიახლეების მიუღებლობით ირთულებს. ასე იგი ხშირად კარგავს მომგებიან შანსებს წინსვლისთვის.

ტყუპი ცხოვრებას ყველაზე ხშირად დაუდევრობით და არასტაბილურობით ირთულებს. ასე იგი ბევრი ადამიანის მხრიდან კარგავს ნდობას.

კირჩხიბი ყველაზე ხშირად ცხოვრებას უსაფუძვლო შიშებითა და წუწუნით ირთულებს. თანაც რომ არა და არ დგება ის ავადსახსენებელი “შავი დღე”, რომლისაც მას ასე ეშინია?

ლომი ყველაზე ხშირად ცხოვრებას საკუთარ იმიჯსა და ამბიციებზე ზედმეტი ზრუნვით ირთულებს. ასე უფრო სასაცილოდ გამოიყურება სხვების თვალში, უბრალოდ ზურგს უკან დასცინის ბევრი.

ქალწული ყველაზე ხშირად ცხოვრებას ირთულებს (და სხვასაც ურთულებს) გადამეტებული პედანტიზმით და წესრიგის მოთხოვნილებით. იდეალური ამ ქვეყნად არავინ და არაფერია ქალწულებო!!!

სასწორი ყველაზე ხშირად ირთულებს ცხოვრებას ყოყმანითა და გადაწყვეტილების მიუღებლობით. ასე იგი არაერთგზის უშვებს ხელიდან ერთობ პერსპექტიულ შანსებს.

მორიელი ცხოვრებას ყველაზე ხშირად შურისმაძიებლობითა და ბოღმის გულით ტარებით ირთულებს. ძვირფასო მორიელებო, წყენის დიდი ხნით დამახსოვრება ონკოლოგიური დაავადებების საწინდარია, ეს არ დაგავიწყდეთ!

მშვილდოსანი ცხოვრებას არარსებული იდეალების დევნით ირთულებს. მათთვის აუცილებელია იმის გააზრება, რომ იდეალურობა სულაც არ ნიშნავს საუკეთესოს.

თხის რქა ცხოვრებას მუდმივად ირთულებს მომავლის შიშითა და პესიმიზმით. ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრი როდია, თხის რქებო!

მერწყული ცხოვრებას ხშირად ბრძოლის უუნარობით და პასიურობით ირთულებს. საყოველთაო მშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ მოძალადეს პასუხი არ უნდა მოსთხოვოთ თუკი ვინმემ დაგამცირათ!

დაბოლოს, თევზები, ცხოვრებას ილუზიებით ირთულებს მუდამ. იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრების სირთულეებთან ჭიდილს თავის არიდება და ალკოჰოლის ან ოცნების კოშკებში თავის შეფარება ჯობია, თქვენს ცხოვრებაში დაგროვილ პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებს, ძვირფასო თევზებო.

წყარო:http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები