ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს, რომელსაც “კვირა პლიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო კოლეგებო ჟურნალისტებო,მართალია ვცრუობ, არ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ თქვენც ჟურნალისტამდე ბევრი გიკლიათ,მივმართავ იმ “ჟურნალისტებ”-ს,რომლებმაც, ამ სტატუსში სარკაზმი და ირონია ვერ ამოიკითხეს და ბნელად მიყვნენ ზედაპირს, გამოაქვეყნეს ეს სტატუსი და სათაური გაატარეს “ქოცების” პრიზმაში… უნდა იყო ბნელი და დამონებული რომ ვერ დაინახო სააკაშვილის ამაგი ბათუმსა და სხვა ქალაქებზე… ის არც ჩემი მეგობარი, არც ნათესავი ,და არც კუმირი… მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ხედავს და ანასხვავებს შავს თეთრისგან…. ჩემი სარკაზმი ულევი იქნება მანამ სანამ ულევია სიცრუე,სიშტერე და მატყუარა ოცნებები ჩვენს ქვეყანაში… სანამ ძალიან გადავუხვევდი კიდევ ერთხელ “ჟურნალისტებ”-ს მივმართავ, გადაამოწმეთ რას წერთ ან რას აქვეყნებთ, არ არის სირცხვილი იკითხოთ, თუმცა სირცხვილია ასეთი სულელური სათაურები”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში.