ქალური (ბ)ლოგიკა – 10 ქალური ჩვევა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები

ქალური ლოგიკა ქალს ამოუცნობ, იდუმალ არსებად აქცევს. სწორედ ის ხდის სუსტი სქესის წარმომადგენლებს განუმეორებელს. ქალებს ბევრი უცნაური ჩვევა აქვთ, რომლის გარეშეც, უბრალოდ, ქალები ვერ იქნებოდნენ. ამ ჩვევებს ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები.
აი, 10 მათგანიც:

1. რა საჭიროა 10 სმ სიგრძის ფრჩხილები?

კაცებს უკვირთ, როგორ შეიძლება გეჭიროს ჩანგალი, ბეჭდო კლავიატურაზე, მოეხვიო საყვარელ ადამიანს, ჩააცვა ბავშვს 10 სმ-იანი ბასრი ფრჩხილებით და ზიანის მიყენების მუდმივი რისკით? როგორ შეიძლება იტირო მოტეხილი ფრჩხილის გამო, რომელსაც ამდენი ხანი იზრდიდი და სრულყოფილებამდე მიიყვანე? ან რა საჭიროა მანიკიურის გასაკეთებლად სალონში წასვლა, როდესაც შენც შეგიძლია დაიჭრა ფრჩხილები და წაისვა ლაქი.

2. წარბების გაპუტვა

ეს არის პროცესი, რომელსაც ყველა ქალი მიმართავს. მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ იძრობენ პინცეტით წარბებს ქალები, რათა შემდგომ ფანქრით დაიხატონ.

3. მაკიაჟის საიდუმლო

მათ ასევე არ ესმით, რატომ ფარავენ ტონალურით და ფერუმარილით თვალების ქვემოთ სილურჯეს (“სინიაკს”) ქალები და თვალის ზემოთ კი ილურჯებენ. ან საერთოდ რა საჭიროა წამწამების ასაპრეხი მოწყობილობა – ეს ხომ წამების იარაღია?

4. რატომ აღებენ პირს ქალები, როცა თვალებს იღებავენ

აი, კიდევ ერთი გამოცანა. მამაკაცების უმრავლესობა ამ შემთხვევაზე ბევრს იცინის. არადა, პასუხი მარტივია! ასე ბევრად კომფორტულია მაკიაჟის გაკეთება. პირის გაღების დროს სახის კანი იჭიმება და თვალი უფრო ფართოვდება…

5. ჩვენი ჩემოდნის ზომა

“მე სამი დღით დედასთან მივდივარ!” – ამბობს ქალი და ოცდაათკილოიანი ჩანთის მანქანაში შეტენვას ცდილობს. კაცმა არ იცის, როგორ შეიცვლება ამინდი ხვალ… ზოლიან კედს ზოლიანი ჩანთა უხდება, ჩანთას შარფი და ა.შ. ზედმეტი მაისური არ გაწყენს… მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ უკავია ადგილის მესამედი ჩემოდანში კოსმეტიკის ჩანთას.

6. როგორ დავდივართ თხელი კოლჰოტით ყინვაში

მამაკაცები, თავიანთი ბანჯგვლიანი ფეხების მიუხედავად, ყინვაში კბილს-კბილზე აცემინებენ. მაშინ, როდესაც გოგოებს შეუძლიათ მოკლე კაბითა და თხელი კოლჰოტის ამარა გავიდნენ გარეთ.

7. გამუდმებული უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით

ბიჭების 63% არა მარტო ვერ იგებს ამას, არამედ საშინლად ღიზიანდება, რატომ არიან ქალები გამუდმებით უკმაყოფილონი საკუთარი გარეგნობით…

აი, 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა:
– რამსისქე ვარ;
– რა საშინელება ვარ;
– პატარა მკერდი მაქვს;
– რა ჩავიცვა?
– შენ მე არ გიყვარვარ…

ან ასე:
– გადაყარე კომპიუტერში ზაფხულის ფოტოები?
– კი…
– მოდი, გადავარჩიოთ!
– კარგი…
– ვაი, ეს ეგრევე წაშალე! თვალები დახუჭული მაქვს…
– კარგი…
– რა სასაცილო ხარ აქ… დატოვე! – მე რა საშინელი პროფილი მაქვს. წაშალე!
– კარგი პროფილი გაქვს, რა გინდა?
– წაშალე!!! ესეც წაშალე!!!
– ეს რაღაზე? მშვენივრად ხარ აქ…
– რო გეუბნები, წაშალე!
– კარგი, ჰო…
– აქ რამხელა უკანალი მიჩანს… კასრივით ვარ…
– ჰო, მართლაც…
– ნამდვილი ნაძირალა ხარ! უზრდელი და დამპალი!!!
– ???

8. ტკბილეულის უზომო სიყვარული
უსასრულო რაოდენობის ტორტები, შოკოლადები, კანფეტები და სხვა ტკბილეული ქალებს განწყობას უმაღლებს. მამაკაცების უმრავლესობამ იცის, რომ ქალის გულის მოსაგებად საკმარისია, ტკბილეულით აავსონ ისინი.

9. მზადება წასასვლელად

მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ სჭირდებათ ქალებს 1 საათი მოსამზადებლად.

10. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

დაბოლოს, ქალის და კაცის კლასიკური განსხვავება – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. კაცები ვერასოდეს გაიგებენ, თუ როგორ ახერხებენ

ასე ვირტუოზულად ქალები 12 სმ-იანი “შპილკებით” ესკალატორზე ასვლას, ქვაფენილზე სიარულს, თავისუფლად მანევრირებას მეტროს გასასვლელებში და ა.შ. ამის გაკეთებას ქალების გარდა ნამდვილად ვერავინ შეძლებს.

ჟურნალი ”კაცი და ქალი”

კომენტარები

სხვა სიახლეები