ბრენდის გზავნილი: „შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ“
წყაროს წყალი „ბაკურიანი“ საქართველოს ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოვიდა. ცვლილება ბრენდის PET ბოთლებს 05 – იან და 1.5 – იან მოცულობებს შეეხო. ბოთლი გაცილებით დახვეწილი ფორმის, სპორტული და ხელში დასაჭერად უფრო მოსახერხებელი გახდა. ეს სიახლე განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება სასიხარულო, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, რადგან ვარჯიშის დროს ამ ბოთლით წყლის მიღება გაცილებით კომფორტულია.
ბოთლის ვიზუალურ ნაწილზე, კერძოდ კი ახალი ეტიკეტის დიზაინზე იზრუნეს როგორც ქართველმა, ასევე უკრაინელმა დიზაინერებმა.
„ჩვენ ეს სიახლე ბრენდის მარკეტინგული სტატეგიიდან გამომდინარე დავგეგმეთ. სამომხმარებლო ბაზარი ყოველწლიურად ვითარდება, ტექნოლოგიები იხვეწება, ჩნდება საშუალებები, რომ მომხმარებელს წყაროს წყლის ხარისხიან წყალთან ერთად შევთავაზოთ უფრო კომფორტული, მოსახერხებელი, თანამედროვე შეფუთვაც. ბრენდი აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ამ მიმართულებაზე, მომხმარებელი კი მუდამ უნდა გრძნობდეს ამ ყურადღებას ჩვენგან. ბრენდის მარკეტინგული სტრატეგია ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ კრეატიულები და საინტერესოდ შევთავაზოთ მომხმარებელს სიახლეები“ – განაცხადა „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერმა ნინი ჩიქოვანმა.
ახალ ბოთლთან ერთად „ბაკურიანი“ დალევის ახალ წესსაც ამკვიდრებს ბაზარზე. „ბაკურიანი დალიე ასე“ ამ კონკრეტული კამპანიის გზავნილია. კამპანიას დიჯიტალური მხარდაჭერა უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებში იგეგმება კონკურსიც. ვიზუალური მასალის და წესების ნახვა შემდეგ გვერდებზეა შესაძლებელი: www.ilikeit.ge; www.facebook.com/bakuriani.water
(R)