ტაროს არსი და როლი ჩვენს დროში

მერწყულის ეპოქის დადგომასთან ერთად ყველაფერი ფარული ცხადი ხდება. ამის ნათელი მაგალითია ტაროს დასტის პოპულარიზაცია და მასობრივი გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით. ამ დასტის შესახებ უამრავი ოკულტური და მეცნიერული ინფორმაცია არსებობს, სწორედ ამიტომ ის იმ უნივერსალურ ინტსრუმენტთაგანია, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება.
ტაროს წარმოშობის რამდენიმე ვერსიიდან აღსაღნიშნავია: ატლანტიდა, ეგვიპტე და შუა საუკუნეების ევროპა. მეცნიერული თვალსაზრისით ტარო პირველად მე-15 საუკუნეში ცნობილი იტალიური გვარის „ვისკონტი’’-ს დაკვეთით შეიქმნა. ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით ტარო თავდაპირველად სათამაშოდ შეიქმნა. თუმცა ეს ვერსია საეჭვოა – სათამაშო დასტაში რატომ უნდა ყოფილიყო კარტი დასახელებით „სიკვდილი’’, „ჩამოკიდებული კაცი’’ ან „კოშკი’’?! ეს ყველაფერი გვარწმუნებს იმაში, რომ ტარო ჩვეულებრივი სათამაშო დასტა არასდროს ყოფილა. ის მალე გავრცელდა მთელს ევროპაში, თუმცა მისი შეძენა მხოლოდ შეძლებულ ფენების წარმომადგენლებს შეეძლოთ. პირველი დასტა რომელიც შეიქმნა სამკითხაოდ იყო გრანდ ეტეილას ტარო. ეტაილა ეს მე-18-ე საუკუნის ოკულტისტია, მის სახელს უკავშირდება ისეთი ძლიერი კარტომანსი (არკანებისა და სხვა სამკითხაო დასტების შემსწავლელი პირი) როგორიცაა ანა-მარია ადელაიდა ლენორმანი. მიუხედავად იმისა, რომ ეტეილას სისტემა ნაკლებად პოპულარია ტაროს სკოლებზე მისი გავლენა უდიდესია და მისი სახელი ყოველთვის გამოკვეთილია.
არსებობს მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ტარო მხოლოდ სამკითხაოდ გამოიყენება. თუ დავუკვირდებით ტაროს სკოლების დამაარსებლებს როგორებიცაა პაპიუსი, ვეიტი და კროული, აღმოვაჩენთ რომ ისინი უდიდესი ოკულტისტები იყვნენ, რომლებსაც სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნა აინტერესებდათ. შესაბამისად ტარო ვერ იქნება უბრალო მანტიკური საშუალება.
ტარო ეს არის ერთგვარი ფილოსოფია. ეს არის 78 კარტში გადმოცემული სამყარო სხვადასხვა ხერხებით. მასზე შეიძლება მედიტირება, მაგიურ რიტუალებში გამოყენება და ა.შ
ტაროს დასტა შედგება 22 მაღალი და 56 დაბალი არკანისგან. მაღალი არკანები დიდ, კარმულ პროცესებზე მიგვითითებს. შესაბამისად უდიდესი ნაწილი საიდუმლო ინფორმაციის სწორედ ამ არკანებშია ჩადებული. დანარჩენი 56 არკანი კი მათი განსხეულებაა უშუალოდ დედამიწაზე.
თანამედროვე ეპოქაში ბევრს აინტერესებს როგორ შეისწავლოს ტარო. ტაროს დასტის ათვისება ინდივიდუალურია, ზოგს ურჩევნია თავად ისწავლოს, ზოგი სკოლას ანიჭებს უპირატესობას, ზოგსიც კი მედიტაციური ხერხებით სწავლობს. რეცეპტი იმისა, თუ როგორ ვისწავლოთ ტარო არ არსებობს, ერთ რამ კი ცხადია ასეთი ცოდნა მიეცემა მხოლოდ კოსმოსის თვალით ზდასრულ ადამიანს. ჩვენს წინა, თევზების ეპოქაში რომელიც გრძელდებოდა ახალი წელთაღრიცხვიდან 2000 წლამდე, ტარო მხოლოდ მაგიურ ორდენებში ისწავლებოდა. თუმცა დღეს-დღეისობით თანამედროვე მერწყულის ეპოქამ მოიტანა ყველასთვის ხელმისაწვდომი სკოლები, სადაც უფრო მნიშნველოვანი გახდა ზეინოფმრაციის მიღება (ურანი; მერწყულის მმართველი) ვიდრე მისი მედიტაციური თუ სხვა ენერგეტიკული საშუალებებით შეცნობა (ნეპტუნი; თევზების მმართველი).
მთავარი აქ მაინც ოქროს შუალედის პოვნაა, რადგან ტარო ეს არის სამყაროს მაკეტი თქვენს ხელში, მისი სრულად შეცნობა მხოლოდ აბსოლუტებს შეუძლიათ. ადამიანს შეიძლება მრავალი განსხეულება დაჭირდეს იმისათვის რომ ტარო შეისწავლოს. თუმცა ეს სულაცაა არ ნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ სწავლებას, პირიქით ეს მოტივაცია უნდა გახდეს, რათა შევძლოთ ჩვენი ცოხვრების უკეთესობისკენ წარმართვა და კითხვებზე პასუხების მიღება.

 

წყარო: geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები