მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზები

საქართველოს ყველაზე გრძელი გზა ”თბილისი – სენაკი – ლესელიძე”-ს მაგისტრალია, რომლის საერთო სიგრძე 552 კმ-ია.  მაგრამ საინტერესოა, რომელია მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზა. ამ კითხვაზე პასუხი არსებობს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოს უდიდესი გზები ეს არ არის ”ერთი გზა” რომელიც მხოლოდ “ა” პუნქტში დაიწყება და “ბ” პუნქტში დამთავრდება. ზოგადად, გზების სიგრძე თანამედროვე მსოფლიოში მაგისტრალური სახელწოდებებით განისაზღვრება, რის შედეგადაც ისინი ათეულ-ათასობით კილომეტრებს აღწევენ. სხვანაირად ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ალასკის უკიდურეს ჩრილოეთით დაწყებული გზა, რომელიც სამხრეთ ამრიკაში ქალაქ ბუენოს-აირესში მთავრდება, ერთი გზაა და ის მსოფლიოს ყველაზე გრძელი გზის ტიტულის მატარებელია.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე დიდი გზების ტოპ ათეულს:

1. პან-ამერიკული გზატკეცილი (Pan American Highway) – ეს არის გზების ქსელი, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 47 958 კილომეტრია.
ამ გზის მხოლოდ 87 კმ-ია შეწყვეტილი, მას დორიენის ნაპრალს უწოდებენ და ის პანამაში მდებარეობს.
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, პანამერიკული გზატკეცილი მსოფლიოს უგრძესი საავტომობილო გზაა. თუმცა, დარიენის ნაპრალის გამო, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა ტრადიციული საავტომობილო

გზით დაკავშირებული არაა.

პანამერიკული გზატკეცილი იწყება ან მთავრდება ჩრდილოეთ ამერიკიდან, ალასკაზე მდებარე პრადჰოს უბიდან და სამხრეთ ამერიკის ქვემო ნაწილამდე აღწევს.
2. გზატკეცილი 1, ავსტრალია (Highway 1, Australia) – ეს სიდიდით მეორე გზაა მსოფლიოში და 14,500 კმ-ს მოიცავს. გზატკეცილ 1-ს 1955 წელს ეროვნული სტატუსი მიენიჭა. მისი მშენებლობა 1955 წელს დაიწყო და ქვეყნის ყველა შტატის დედაქალაქებს აერთიანებს.
3. ტრანს-ციმბირული გზატკეცილი, რუსეთი (Trans-Siberian Highway) – ამ გზატკეცილის სიგრძე 11,000 კმ-ია. ის სანკტ-პეტერბურგში იწყება და ვლადივასტოკში მთავრდება.
4. ტრანს-კანადის გზატკეცილი, კანადა (Trans-Canada Highway) – გზატკეცილის სიგრძე 7,821 კმ-ია და ამ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს. გზის მშენებლობა 1950 წელს დაიწყო, ხოლო ინაუგურაცია 1962 წელს შედგა. თუმცა საბოლოოდ მშენებლობა 1971 წელს დასრულდა.
bpn

5. ოქროს კვადრილატერული გზატკეცილი, ინდოეთი (Golden Quadrilateral Highway Network) – ეს არის გზების ერთობლიობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ინდოეთის ოთხ მთავარ ქალაქს დელის, მუმბაის, ჩენაის და კალკოტას. მისი საერთო სიგრძე 5,846 კმ-ია და საბოლოო სახე 2012 წელს მიიღო.
6. ჩინეთის ეროვნული გზატკეცილი 010, ჩინეთი ( China National Highway 010) –
ამ გზის სიგრძე 5,700 კმ-ია. გზატკეცილი ასევე ცნობილია ”ტონგსან ექსპრევეის” სახელით/
7-8-9 და მე-10 პოზიციებზე კი ამერიკული გზატკეცილები – US Route 20, US Route 6, Interstate 90 (I-90) და Interstate 80 (I-80) მოხვდნენ, რომელთა სიგრძეც შესაბამისად, 5,415კმ, 5,158კმ, 4,860კმ, და 4,666კმ-ია.

წყარო: http://www.bpn.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები