კოქტეილი ქატოთი და შავი ქლიავით – გახდით, შიმშილისა და ვარჯიშის გარეშე

ეს კოქტეილი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში და კუჭ-ნაწლავის სისტემის მოწესრიგებაში. მოგაშორებთ ისეთ დელიკატურ პრობლემას, როგორიცაა შეკრულობა. თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით იმუშავებს. კოქტეილი ქატოთი და შავი ქლიავით იდეალური იქნება საუზმისთვის.

ინგრედიენტები:

1 დიდი ჭიქა 1% კეფირი (300 მლ)
2 ს.კ. ქატო
1 ს.კ. დაფქული სელის თესლი
1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
5-7 ც. შავი ქლიავის ჩირი
50 მლ მდუღარე წყალი

მომზადება:

ცალკე ჭურჭელში დასალბობად ქლიავს დაასხით 50 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. დიდ ჭიქაში დაასხით კეფირი და დაამატეთ ქატო. ქატო შეიძლება იყოს ხორბლის, ჭვავის, შვრიის (არ აქვს მნიშვნელობა). შემდეგ დაამატეთ სელის ფქვილი და კაკაო. ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ კარგად აურიეთ, რომ არ აიჭრას.

შავი ქლიავი წყალთან ერთად დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე და დაამატეთ კეფირის ნარევში. კარგად აურიეთ და 5 წუთით შედგით მაცივარში. სასმელი ჯერ ოდნავ თხელია, მაგრამ რამდენიმე წუთში ქატო გასქელდება და კოქტეილი გახდება სასიამოვნოდ სქელი და ნაჯერი.

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი გარგარის ჩირი. კოქტეილი უნდა მიიღოთ კოვზით და ნელა. პირველ დღეებში შეიძლება გქონდეთ უცნაური შეგრძნება მუცელში, მაგრამ მერე გაგივლით. კოქტეილი შეგიცვლით საუზმეს, ამიტომ მისი მიღების შემდეგ 2-3 საათის განმავლობაში სხვა საკვების მიღება არ არის რეკომენდებული.

კურსი – 15-30 დღე.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები