27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასურველის მისაღწევად და რეპუტაციის გადასარჩენად ავანტიურასაც კი არ შეუშინდებით. კარგი დღეა სპორტულ შეჯიბრებებსა და აზარტულ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

კურო
დაგროვილი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ, რათა საღამო ან ოჯახურ გარემოში, ან საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ პაემანზე გაატაროთ.

ტყუპი
მთელ დღეს საოჯახო საქმეებს მოუნდებით. სახლში სიმყუდროვის, ჰარმონიის შექმნას ეცდებით. თუმცა, ზოგიერთები, სამსახურის საქმეების შესრულებას სახლიდანაც შეძლებენ.

კირჩხიბი
კონკურენცია მოიმატებს და სასურველის მისაღწევად ბრძოლა მოგიწევთ. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით სპორტსმენებს.

ლომი
მოერიდეთ კონფლიქტს მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან. უმჯობესია, ბოლომდე გაერკვეთ სიტუაციაში, ნათქვამში, ვიდრე გაუგებრობის

გამო ადამიანი დაკარგოთ.

ქალწული
საქმიანი თუ სასიყვარულო პარტნიორების გაუბედაობის ან უცოდინრობის გამო საკუთარ მისწრაფებებზე უარს ნუ იტყვით. იბრძოლეთ გამარჯვებამდე! თუნდაც მარტომ.

სასწორი
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. თავს შეგახსენებენ ძველი მევალეები. აგრეთვე, ახლობლები დანაპირების შესრულებას მოგთხოვენ. კარგი დღეა პირადი და საბინაო საკითხების მოსაგვარებლად.

მორიელი
დღევანდელი დღე ოჯახს, სახლს, ბავშვებსა და ნათესავებს უნდა დაუთმოთ. კარგი დღეა ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. თუმცა, საჭესთან სიფრთხილე გმართებთ.

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეები და შემოქმედებითი იდეები დღის პირველ ნახევარში განახორციელეთ. საღამო ან მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
დღე მშვიდად ჩაივლის, მთავარია, აკონტროლოთ გამონათქვამები, თქვენმა სიტყვამ გული არავის ატკინოს და უფრო მეტიც, უსიამოვნებაში არ გაგხვიოთ.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. საღამოს ახლობლებს გემრიელი ვახშმით გაუმასპინძლდით. გადაათვალიერეთ ძველი ფოტოალბომი.

თევზები
ხელოვნების დამფასებლები და ნამდვილი ესთეტები დღეს საკუთარ ძალებს დიზაინში, ხელოვნებაში მოსინჯავენ. გწამდეთ, რომ ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მოშურნეების კრიტიკას.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები