ნათია წიწილაშვილი ქმარს დაშორდა – “ახლა შეყვარებული არ ვარ”

“9 თვეა, რაც მეუღლეს დავშორდი”
“საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა. მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს.

გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე. სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ხან მზესავით ანათებს, ხან დარდისგან კვდება. პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს. ხშირად ეჭვიანია და ინსტინქტი კარნახობს, შემოეხვიოს გარს მას, ვისი გადარჩენაც სურს. წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი მსახიობ ნათია წიწილაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

– პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ასტროლოგიის ძალიან მჯერა. ასტროლოგთა აქტიური გულშემატკივარი ვარ და მათ რჩევებსაც ხშირად ვითვალისწინებ.

– “ლომი მართავს ჰოროსკოპის მე-5 სახლს, რომელიც სიყვარულსა და თეატრს განაგებს”.

– ეს მეც მქონდა წაკითხული და შესაძლოა, ჩემს პროფესიულ არჩევანზე ამანაც იმოქმედა. დარწმუნებული ვარ, დახასიათების უმეტეს ნაწილში დაგეთანხმები.

– “ვერ იტანს სიბნელეს, მარტოობას – ეს მისთვის დამთრგუნველია”.
– მართალია. პერიოდულად განმარტოება მომწონს, მაგრამ ზედმეტი სიმშვიდე და სიწყნარე არ მიყვარს. სახლში სულ უნდა იყოს ტელევიზორი ჩართული, ხმა უნდა მესმოდეს. მხიარული გარემო მიყვარს.

– “ლომებს შორის ვერ ნახავთ საკუთარ თავზე დაფიქრებულ ნატურას”.

– არა, მუდმივად საკუთარ ქმედებებს ვაკვირდები, შეცდომებს ვაანალიზებ, ჩემი თავი გამიკიცხავს ან შემიქია. საკუთარ თავთან დიალოგი ხშირად მაქვს.

– სხვების წინაშე შეცდომის აღიარება შეგიძლია?

– მიჭირს, მაგრამ შემიძლია.

– “ის ამაყია და თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენს წინაშე საშინელი, ღრიალა “ცხოველი” აღიმართება”.

– ასეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ წარმომიდგენია, მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცევი. იმედია, მომავალშიც არ გამამწარებენ ისე, რომ ავღრიალდე.
GzaPress
– “სხვების მართვა უყვარს. ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს”.

– ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი თვისებაა. შესაძლოა, გველის წლის ზეგავლენის შედეგი იყოს, რომ არც ადამიანების მართვა მიყვარს და არც მათთვის ჭკუის სწავლება. შესაძლოა, მხოლოდ რჩევა მივცე ძალიან ახლობელს.

– როცა ახლობლები შენს ცუდ თვისებაზე ან ქცევაზე მიგითითებენ, ღიზიანდები?

– ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამას ისევ ჩემს სასიკეთოდ მეუბნებიან.

– “გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე”.

– მსახიობი ვარ და როგორ შეიძლება, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარდეს? ამის დეფიციტი არასდროს მქონია, ადრეული ასაკიდანვე მიჩვეული ვარ.

– ვფიქრობ, ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველას სიამოვნებს, მაგრამ ზოგიერთს ამის აღიარება არ უნდა.

– გეთანხმები, ასეთ ადამიანებს მეც ვიცნობ. მე კი არც ინტერვიუებისთვის შეხვედრა მეზარება – ეს ჩემთვისაც კარგია და მაყურებელსაც აინტერესებს.

– “ის დროს ფუჭად არასდროს კარგავს”.

– მგონია, რომ ჩემზე პუნქტუალური ადამიანი მეორე არ არსებობს. ისეთი პერიოდებიც მაქვს, როცა სიზარმაცის გამო წვრილმან საქმეებს გადავდებ ხოლმე. დიდ და სერიოზულ საქმეებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები.

– “სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის მზესავით ანათებს ან დარდისგან კვდება”.

– ზუსტად ასეა! იმდენად სრულყოფილადაა ნათქვამი, აღარც კი ვიცი, რა დავამატო…

– ახლა რა ხდება?

– ახლა შეყვარებული არ ვარ.

– შენი და გიორგის (მსახიობი გიორგი კალანდაძე) დაშორების ამბავზე საჯაროდ არასდროს გისუბრია.

– 9 თვეა, ერთმანეთს დავშორდით. სასიამოვნო არ არის, მაგრამ ასე მოხდა და… 4 წელზე მეტი გავატარეთ ერთად.

– დაშორების გადაწყვეტილება შენ მიიღე?

– ერთად გადავწყვიტეთ, რომ ასე აჯობებდა. ეს ყველაფერი ცივილური ფორმით მოხდა.

– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– შვილი გვაკავშირებს და ერთმანეთს ამის გამო ვეკონტაქტებით. რომ ვთქვა, – მეგობრებად დავრჩით-მეთქი, ტყუილი იქნება. ბავშვი ხან ჩემთან არის, ხან – გიორგისთან.

– ბავშვმა თქვენი დაშორების ამბავი როგორ აღიქვა?

– რაც უფრო იზრდება, მით მეტ კითხვას სვამს. მაგალითად, ძველ ვიდეოს რომ უყურებს, ამბობს: შენ ჩემთან სახლში ხომ იყავი? უკვირს, რომ მე და მამამისს ერთად ვეღარ გვხედავს.

– ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად ხარ?

– ვერ ვიტყვი, რომ მზად ვარ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ არ ვარ. ეს ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, ჩემს ცხოვრებაში რამდენად საინტერესო პიროვნება გამოჩნდება.

– “არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს”.
– მართალია. მიყვარს, როცა მაქვს შესაძლებლობა, ვინმეს დახმარების ხელი გავუწოდო, თავად ახლობლებისთვისაც მერიდება რაიმეს თხოვნა. სიკეთის კეთება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– “მას უყვარს ყველაფერი პირველი ხარისხის. გართობასა და სიამოვნებაზე შუძლია, მთელი ქონება დახარჯოს”.

– ეს თვისება ჩემს ხასიათში მეტ-ნაკლებადაა. შეიძლება, ერთ ფეხსაცმელში დანაზოგი მთლიანად დავხარჯო, მაგრამ საკუთარ სურვილებზე უარის თქმაც შემიძლია.

– “საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა”.

– (იცინის)…
GzaPress
– ასტროლოგები შენში სახიფათოს რას ხედავენ?

– ლომი სახიფათოა.

– ვინმეს შენგან ხიფათი დამუქრებია?

– არა მგონია. ეს თვისება ჯერ არ გამომივლენია და არც აფიშირებას ვუკეთებ.

– “ბრწყინვალე ინტუიცია აქვს”.

– წლების წინ მეგონა, რომ ინტუიცია საერთოდ არ მქონდა. თურმე, მწარედ ვცდებოდი.

– “თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის”.

– საკუთარ თავს ამდენად არ დავკვირებივარ.

– “ის საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს უფრო უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ თუ სხვის გამოცდილებას”.
– არ შემიძლია, ასტროლოგებს არ დავეთანხმო. განცდაც ხომ ერთგვარი ინტუიციაა. უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილებებს გულის კარნახით ვიღებ. თუმცა, ნაბიჯის გადადგმამდე ძალიან ბევრს ვფიქრობ.

– “ინსტინქტი კარნახობს, შემოეხვიოს გარს იმ ადამიანს, ვისი გადარჩენაც სურს”.

– შვილისთვის, ოჯახის წევრებისთვის თავგანწირვა შემიძლია.

– მიზნის მისაღწევად “დედამიწის გადაბრუნებაც” შეგიძლია?

– მიზანდასახული რომ ვარ, ეს უკვე ვთქვი, მაგრამ ჯერ ისეთი მიზანი არ მქონია, რომლის მიღწევის დაუოკებელი სურვილი დედამიწის გადაბრუნებას შემაძლებინებდა.

– “მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს”.

– შემწევს და უნდა ვაღიარო, ჩამომიშორებია კიდეც, ოღონდ – ძალიან გთხოვ, აღარ ჩამეძიო. მეტოქის ჩამოშორება ძალიან მარტივად შემიძლია, ამისთვის ოდნავი გამჭრიახობაა საჭირო.

– “მას ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს”.

– ეს უნარიც მაქვს. ჩემზე ამდენი სიმართლე იშვიათად მომისმენია (იცინის). ამას დიდი ძალისხმევის გარეშე ვაკეთებ, ადამიანის მოტყუებაც შემიძლია.

– შენეული მეთოდი გაქვს შემუშავებული თუ ადამიანის ფსიქოლოგიას კარგად იცნობ?

– არ ვიცი, ეს ყველაფერი საიდან მოდის, მაგრამ ძალიან ბუნებრივად ვაკეთებ. ვაიმე! რამდენ რამეზე მალაპარაკებ?

– “პარტნიორს ყოველთვის თავად ირჩევს, ხშირად ეჭვიანია”.

– თავად ვირჩევ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანი ვარ.

– ამ ნიშნით დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინების გარე ურთიერთობისადმი, რაც მათ ცხოვრებას ართულებს”.
– ქორწინებაში ვიყავი, მაგრამ გარეშე ურთიერთობები არასდროს მქონია.

– “ქალი გველი სასურველი მამაკაცის შესაბმელად ყველა ხერხს მიმართავს”.

– ვფიქრობ, ქალები ირჩევენ კაცებს და არა – პირიქით.

– შენი ქორწინება კარგია ხარის და მამლის წელში დადებულებთან. ღორის და ვეფხვის წელში დაბადებულებს უნდა ერიდო.
– გიორგი ვეფხვის წელშია დაბადებული. მომავალში ამ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ. ე.ი. ხარისა და მამლის წელში დაბადებული ადამიანი უნდა ვეძებო. სხვათა შორის, ახალგაცნობილებს ყოველთვის ვეკითხები, რომელია მათი ზოდიაქოს ნიშანი.

– “თავგადასავლების სიყვარული ცხოვრებას ურთულებს”.

– თავგადასავლები ძალიან მიყვარს. სულ მინდა, გადამხდეს ამბები, რომლებსაც მერე ხშირად გავიხსენებ: შეიძლება იყოს სანერვიულოც, კურიოზულიც, სახალისოც, უსიამოვნოც…

– შენი განწყობა ამინდზე რამდენად არის დამოკიდებული?

– ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ მზიან, ცხელ ამინდებში განსაკუთრებულად კარგი განწყობა მაქვს.

 

წყარო: www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები