სპეციფიკური ნახშირწყლები და ცილები სისხლის სხვადასხვა ტიპს განსაზღვრავს. ჯფუფებად სისხლის დამყოფი თანამედროვე სისტემა 1900 წელს შეიქმნა. არსებობს სისხლის ოთხი ძირითადი ჯგუფი, მათგან ყველაზე გავრცელებულია მეორე ჯგუფის სისხლი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სისხლის ჯგუფები ისტორიულად ჩამოყალიბდა სხვადასხვა პირობების ზემოქმედების შედეგად. ამიტომ ერთი ჯგუფის ადამიანებს ბვერი საერთო რამ აერთიანებთ…
I ჯგუფი
ეს სისხლის უძველესი ჯგუფია, რომელიც ნეანდერტალების დროიდან არსებობს. იმ დროს ადამიანები ძირითადად ცხოველური წარმოშობის საკვებით იკვებებოდნენ, ამიტომ ცილოვანი, ხორცით გაჯერებული დიეტა განსაკუთრებით მიესადაგება ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს.
სისხლის I ჯგუფის მქონე ადამიანები დაბადებიდან ლიდერები და ხელმძღვანელები არიან. მათი უნიკალური უნარი, ყველაფერი წინასწარ განჭვრიტონ, ხშირად იხსნის უიღბლოებს უხერხული სიტუაციებისგან.
ნეანდერტალების შთამომავლების ჯანმრთელობის გარანტი მოძრაობაა. რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. ამ ჯგუფის მქონე მამაკაცები კარგი საყვარლები არიან, უყვართ ქალების გულების დაპყრობა და ყოველთვის ადვილად აღწევენ მიზანს. ქალები მუდამ დაუკმაყოფილებელნი არიან, მათ ძალიან აქტიური ტემპერამენტი აქვთ და ძალიან ეჭვიანებიც არიან.
II ჯგუფი
სისხლის II ჯგუფი ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს მიწათმოქმედება და ყველაფრის ჭამა. ამიტომ ამ ჯგუფის ადამიანები თავს კარგად გრძნობენ, როდესაც მრავალფეროვანი რაციონი აქვთ. II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ადვილად ეგუებიან ნებისმიერ პირობებს. ისინი სრულიად უკონფლიქტოები არიან.
ეს ადამიანები შექმნილნი არიან ურთიერთობებისთვის, უცბად უგებენ სხვებს და კარგად ფლობენ ენებს. ყველაზე ხშირად ამ ადამიანებს მხედველობისა და გულის პრობლემები ექმნებათ, ყურადღება უნდა მიაქციონ ღვიძლის მუშაობას. ამ ჯგუფის მქონე მამაკაცები მორცხვები და ერთგულები არიან, ისინი პატივს სცემენ თავიანთ პარტნიორ ქალებს. ქალი იდეალური ცოლია, ერთგული, გამგებიანი და თავგადაკლული დედაა.
III ჯგუფი
ამ ჯგუფის სისხლი იმ დროს ჩამოყალიბდა, როდესაც დედამიწაზე აცივდა. სიცხიდან სიცივეში გადასვლის რთული პერიოდი სისხლის შემადგენლობაზე აისახა, მოხდა მუტაცია.
III ჯგუფის სისხლის მქონე ადმიანების გამორჩეული თვისება მოთმინების უნარია. ისინი შესაძლოა იყვნენ შესანიშნავი იუველირები და ქირურგები. შეუძლიათ კარგად გააკეთონ ის, რაც არასდროს უსწავლიათ. ხშირად აწუხებთ კუჭისა და ინფექციური დაავადებები. მამაკაცები ხშირად იცვლიან პარტნიორებს, მაგრამ გარკვეულ მომენტამდე: როგორც კი სასურველ ერთადერთ ქალს შეხვდებიან ჭკვიანები და მშვიდები ხდებიან. ქალები გამოირჩევიან ყველაფერში განსაკუთრებული ექსტრავაგანტურობითა და გემოვნებით. უყვართ ძალაუფლება და თავიანთ აზრს უკანასაკნელ წამამდე იცავენ.
IV ჯგუფი
ეს ყველაზე იშვიათი და ახალი ჯგუფის სისხლია. ეს ჯგუფი დაახლოებით 1000 წლის წინ გაჩნდა. IV ჯგუფის მქონე ადამიანებს აქვთ შესანიშნავი იმუნიტეტი და დაავადებების წინააღმდეგ დიდი ბრძოლის უნარი. მაგრამ მათ აქვთ დაუცველი ადგილებიც: სმენის ორგანო, კანის საფარველი, სისხლძარღვები და ძვლები. მეცნიერებსა და გამომგონებლებს ძალიან ხშირად ამ ჯგუფის სისხლი აქვთ. მამაკაცები შესანიშნავი მაცდუნებლები არიან, მათ იციან როგორ მოიქცნენ, რომ ყურადღება მიიქციონ. ქალები სექსუალურები და მიმზიდველნი არიან, მაგრამ ამასთან ურთიერთობებში – ძალიან ფრთხილნი და დაკვირვებულნი.
წყარო: http://mtavari.info/com