8 მაისს ნიკა ნატროშვილის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

8 მაისს 22 საათზე საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ლილეო”, ნიკა ნატროშვილის გადასარჩენად, კლუბ Vip Time-ში(აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტერი) საქველმოქმედო საღამოს მართავს, სადაც ჯგუფ “რეგიონის” კონცერტი გაიმართება, ხოლო მოგვიანებით, დღეს ქართველი Dj-ები დაასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ერთსულოვნების მიუხედავად, ნიკუშა ნატროშვილის საოპერაციოდ წაყვანა

თანხის სრულად არქონის გამო ვერ ხერხერხდება.

შეგახსენებთ, რომ მეგობრისგან განწირული 24 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები