გაიწმინდეთ სახე მრავალძარღვათი

“მკურნალი.გე”-ს მკითხველი გვწერს, რომ სახეზე გამონაყარი მრავალძარღვას საშუალებით მოირჩინა. “ორი წლის წინ სახე სულ დამუწუკებული მქონდა, მაგრამ დღეს სარკეში ჩახედვა მიხარია. ბებიამ მასწავლა წამალი, რომელიც ყოველგვარ ლოსიონსა და მალამოს სჯობია – ჩვეულებრივი მრავალძარღვა. მინდა, თქვენც მოგითხროთ, როგორ მოვირჩინე სახის კანი. ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში მაინც უნდა ჩაიტაროთ უბრალო კოსმეტიკური პროცედურები, რომლებიც კანს სილამაზეს დაუბრუნებს, თქვენ კი თავდაჯერებას შეგმატებთ”, – აღნიშნავს მკითხველი.
გარეცხეთ საშუალო ზომის ახალმოკრეფილი ახალგაზრდა მრავალძარღვას ფოთლები, შეამშრალეთ ხელსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთს. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოიბანოთ, ფაქიზად მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით.
მრავალძარღვას ფოთლები ასე შეინახეთ: სათითაოდ გარეცხეთ, გააშრეთ და ჩააწყვეთ სუფთა ქაღალდის ან ნაჭრის პაკეტში. ეცადეთ, არ დააზიანოთ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები