რა არ უნდა ჭამოს ბავშვმა უზმოზე

ყველა მშობელი ცდილობს, დილაობით ასაუზმოს ბავშვი, რათა მთელი დღე ენერგიულად და მხნედ გაატაროს. დილის სწორად დაწყება ნიშნავს, რომ მთელი დღე ჯანსაღად და ხალისიანად ჩაივლის. საუზმე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ბავშვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ აუცილებლად უნდა გავერკვეთ, რისი შეთავაზება შეიძლება ბავშვისთვის საუზმედ და რისი – არა.

ახალგაწურული წვენი. ფრეში საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. თუ ბავშვს უყვარს და მიჩვეულიც არის დილაობით წვენის დალევას, წყალში გააზავეთ და საუზმის შემდეგ 15 წუთში დაალევინეთ.
ცხელი და ცივი სასმელები, მათ შორის, წყალიც. დილაობით მიღებული საჭმელ-სასმელი სხეულის ტემპერატურასთან მიახლოებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის კუჭ-ნაწლავისთვის დამატებითი სტრესი იქნება. ანუ, უნდა იყოს თბილი, არც ძალიან ცივი და არც ძალიან ცხელი.
ცხელ-ცხელი ცომეული. ბავშვის ორგანიზმისთვის ცხელი ახალგამომცხვარი ცომეული ძალიან რთული მოსანელებელია. მით უმეტეს, ახალგაღვიძებული ორგანიზმი უფრო რთულად რეაგირებს მასზე. შედეგი მუცელში სიმძიმის შეგრძნება და უგუნებობაა.
მაწონი. სახლის მაწონი და კეფირიც კი ჯობია, საუზმიდან 1,5-2 საათში მისცეთ ბავშვს. ამით მაწვნისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.
უმი ხილ-ბოსტნეული. ბანანი ან ვაშლი ჰერკულესის ფაფაში შეურიეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხილის მჟავამ შეიძლება უზმოზე ცუდად იმოქმედოს და გასტრიტამდე მიგვიყვანოს.
რასაკვირველია, აღარაფერს ვამბობთ აღიარებულ მავნე პროდუქტებზე, რომლების შესახებ ისედაც ყველამ იცის.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები