18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ. ნუ განმარტოვდებით, მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები.

კურო
სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. ოჯახის წევრებთან არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება.

ტყუპი
იმდენად იქნებით საქმეებით დატვირთული, რომ მოსაწყენად არ გეცლებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

კირჩხიბი
მოერიდეთ ემოციურ და ფიზიკურ გადატვირთვას, აკონტროლეთ წნევა.

ლომი
მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ. მოერიდეთ რისკსა და ავანტიურას.

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს; მზრუნველობა გამოიჩინეთ ნათესავების მიმართ.

სასწორი
თუ კარგ განწყობაზე იქნებით და გაიღიმებთ, გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება გაგიუმჯობესდებათ.

მორიელი
დღეს ადვილად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. ზოგიერთი მატერიალური დახმარებისთვის მოგმართავთ.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე ელით კულტურის, რელიგიისა და მეცნიერების სფეროში მომუშავეებს. გამოცდილებასაც მიიღებთ და საკუთარ შესაძლებლობებსაც გამოავლენთ.

თხის რქა
თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება ყველა კამათი. ეცადეთ, არ იყოთ გაღიზიანებული და გარშემო მყოფების ნათქვამი სწორად გაიგოთ.

მერწყული
ეცადეთ არ გადაიღალოთ, საოჯახო საქმეები ნათესავებსაც გადაუნაწილეთ.

თევზები
დღეს უფროსი ნათესავებისა და მშობლების პრობლემების მოგვარები იქნებით დაკავებული.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები