ლენინის შთამომავალი ელენა ულიანოვა 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვლადიმირ ლენინის შთამომავალი, ელენა ულიანოვა 47 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციით,

მედიის ცნობებით, გარდაცვალების მიზეზი მწვავე ინფექციური დაავადება გახდა. რამდენიმე გამოცემა ასევე წერს, რომ შესაძლო გართულება სტომატოლოგიურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

ელენა ულიანოვა ლენინის პირდაპირი შვილთაშვილი არ ყოფილა. იგი საბჭოთა ლიდერის უმცროსი ძმის — დმიტრი ულიანოვის საგვარეულო ხაზიდან იყო.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო წლებში ულიანოვა აქტიურად თანამშრომლობდა მუზეუმ-ნაკრძალ „გორკი ლენინსკისთან“, მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და ექსკურსიებში და ოჯახის ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე მუშაობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები